ფინანსური დარღვევების გამო ორი პარტია დაჯარიმდება
- 03.09.2016, 00:40,
- არჩევნები 2020 / სლაიდი
- 0
ფინანსური დარღვევები პარტიის ანგარიშზე გადარიცხულ უკანონო შემოწირულობებს უკავშირდება. ფინანსური დარღვევების გამო აუდიტის სახელმწიფო სამსახური მოითხოვს ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსის“ და პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისათვის“ პარტიების დაჯარიმებას. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბურჭულაძის პარტიამ ოთხი პირისგან 19 ათასი 500 ლარის ოდენობის უკანონო შემოწირულობა მიიღო.
„აღნიშნულ პირებს შემოსავლების სამსახურში საკმარისი თანხა არ უფიქსირდებათ, შემოსავლების არსებობა გამოკითხვის პროცესშიც არ დადასტურდა“,-ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
სამსახურში მიაჩნიათ, რომ შემოწირულობა უკანონო იყო და აქედან გამომდინარე 39 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვენ.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, პარტიამ მესამე პირისგან 91 ათას 600 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო და ამით კანონი დაარღვია, რომლის თანახმად ერთი პირისგან მიღებული საერთო თანხა წელიწადში 60 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. აუდიტის სახელმწიფო სამსახური პარტიისგან 183 ათას 200 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას მოითხოვს.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно