Coloring Pages Reddit Video Downloader
 

„უფრო გონიერები რომ ყოფილიყვნენ, ომი არ იქნებოდა“ – შვილმკვდარი დედის ტრაგედია

„უფრო გონიერები რომ ყოფილიყვნენ, ომი არ იქნებოდა“ – შვილმკვდარი დედის ტრაგედია

ზუსტად 8 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ასობით შვილი დაკარგა მტერთან ბრძოლაში. მე-8 წელია ქვეყანა გაუნელებელი ტკივილით გლოვობს დაღუპულ გმირებს. POSTALIONI ერთ-ერთი დაღუპული მეომრის, რუსთაველი ახალგაზრდის – ლევან იოსებიძის დედას, ქალბატონ ლია ტერაშვილს ესაუბრა.

შვილმკვდარი დედა ტრაგიკულ წუთებს იხსენებს, გმირულად უსწორებს თვალს რეალობას და ცდილობს, ახნა მოუძებნოს მოულოდნელად თავსდამტყდარ გარემოებას, რომელმაც ერთადერთი ვაჟი წაართვა.

ლია ტერაშვილი:

_ 20 წლის იყო ლევანი, როცა ომში გადაწყვიტა წასვლა. ჩემთან ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობდა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ბიჭებმა იცოდნენ რასაც აპირებდა. ერთი წლის მანძილზე ჩვეულებრივ სავალდებულო სამსახურში იყო, მერე კი გადავიდა საკონტრაქტოში და იქაც ერთი წელი დაჰყო, მეტი არ დასცალდა… ერაყში წასასვლელად ემზადებოდნენ. საზღვარგარეთის პასპორტიც გამზადებული ჰქონდა. ერთი კვირით გამოუშვეს სახლში, რასაც აგვისტოს მოვლენები დაემთხვა.

_ ომში რომ მიჰყავდათ თქვენთვის არ უთქვამს?

_ არა, ოჯახში არაფერი უთქვამს, მაგრამ რაღაცას ვატყობდი. ხომ იცით, დედის გულს არაფერი გამოეპარება. იმ დღეებში ჩემი შვილი სულ მოწყენილი იყო. არ უნდოდა გვენერვიულა და ამიტომაც არ ისურვა გულის გადაშლა.

7 აგვისტო თენდებოდა, 2 საათზე დაურეკეს. სასწრაფოდ ჩაიცვა, მოემზადა, სახლიდან გასვლის წინ მომიბრუნდა და მითხრა, დედა, გორში არეულობაა და უნდა წავიდეო. მეტი არაფერი უთქვამს ჩემს შვილს. დამემშვიდობა და გავიდა სახლიდან. ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, რადგან არ ვიცოდი რისთვის მიდიოდა… მას მერე საერთოდ ვეღარ ვუკავშირდებოდი. თურმე ტელეფონიც სამხედრო ნაწილში დაატოვებინეს. ომის დაწყების შესახებ მეორე დილით გავიგე.


_ ალბათ, გაიგებდით ლევანს რა შეემთხვა ომში?

_ არიან ადამიანები, რომელებმაც მითხრეს, რომ ნახეს ლევანი. ასე მითხრეს, 8 და 9 აგვისტოს, როცა გორში დაჭრილები გადმოჰყავდათ, ლევანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყოო. მათი თქმით, ლევანი 9 აგვისტოს საღამოს დაიღუპა ცხინვალში, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით. ირგვლივ ინფორმაციული ვაკუუმი იყო. როცა გავიგე, რომ ჯარი ჩამოვიდა და ამ დროს ჩემი შვილი ზედიზედ ორი დღე არ ჩანდა, უმოქმედოდ ჯდომა ვეღარ შევძელი. სამხედრო ნაწილში შვილის ამბის გასაგებად ავედი. ათმეთაური დამხვდა, რომელმაც პირდაპირ მითხრა, თქვენი შვილი დაღუპულია ქალბატონოო. მეხი დამეცა, მაგრამ არ დავიჯერე და ვკითხე, ნანახი თუ ჰყავდა პირადად. მიპასუხა, მე არ მინახავს და ვინც ნახა ისიც დაღუპულიაო. კარგა ხანს ჩემ შვილს დაღუპულად არავინ იხსენიებდა და დაკარგულად თვლიდნენ, მეც მოლოდინი მქონდა, რომ დამიბრუნდებოდა.

_ როდის გაარკვიეთ თქვენს თავს რაც ხდებოდა?

_ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარეთ და ოქტომბრის შუა რიცხვებში მოვიდა დადებითი პასუხი, რომ ლევანი მუხათგვერდის სასაფლაოზე იყო დაკრძალული, საიდანაც 21 ოქტომბერს გადმოვასვენეთ. შვილის ცხედარიც კი არ მინახავს. მაშინ ისეთი არეულობა იყო, კარებს არავინ გვიღებდა, არავინ გვეუბნებოდა ჩვენი ოჯახის წევრები მკვდრები იყვნენ თუ ცოცხლები. ჩვენ თვითონ დავეძებდით საკუთარ მიცვალებულებს.

მერე ბინა მოგვცეს ლევანის სახელზე, როგორც სხვა დანარჩენ სამხედროებს და 15 ათასი ლარი, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ამბობენ კონტრაქტში მეტი თანხა ეწერა და შეცვალესო. არ ვიცი რამდენად მართალია. ფაქტი ჯიუტია, მე შვილი აღარ მყავს ცოცხალი, სხვა დანარჩენზე აღარ არის საჭირო ლაპარაკი.

„უფრო გონიერები რომ ყოფილიყვნენ, ომი არ იქნებოდა“ – შვილმკვდარი დედის ტრაგედია


_ ვის ადანაშაულებთ თქვენი შვილის სიკვდილში?

_ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას. უფრო გონიერები რომ ყოფილიყვნენ ომი არ იქნებოდა და ჩემი ლევანიც ცოცხალი მეყოლებოდა. დიახ, მათ მომიკლეს შვილი!

ქეთი შენგელია

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions