Coloring Pages Reddit Video Downloader
 

მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას შეეწირა – პრემიერი

მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას შეეწირა – პრემიერი
“საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებთან ერთად მიაგო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რამდენიმედღიანი ომი, ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.

„დღეს 8 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან.
მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს“,
– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, მისივე შეფასებით, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.

„ჩვენ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ასევე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შედეგად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ეს მოვლენები აღარ განმეორდეს. ქედს ვიხრი ყველა ადამიანის ხსოვნის წინაშე, მათ შორის როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას“, – აცხადებს პრემიერი.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions