პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე 5 ივლისს დაანონსებულ "ლგბტ აღლუმთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს იმ ტიპის შეკრებისა და მანიფესტაციის და/ან სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალუზაციის შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს სტაბილურობის საფუძვლებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩანაწერი გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის მე17 მუხლის მე-5 ნაწილში და ორ კანონში: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. კონსტიტუციითა და ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტით განმტკიცებული საზოგადოებრივი უფლება, რომელიც გამომდინარეობს დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებიდან, ხელისუფლებას ავალდებულებს, კრიტიკულ მომენტში, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს მოთხოვნის მართლზომიერება და დააკმაყოფილოს იგი, ანუ გააუქმოს 5 ივლისს დაანონსებული "ლგბტ აღლუმი" - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ასევე, მან ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა "ჯორჯიან თაიმსში":