ზოგჯერ „დიპლომატიური იმუნიტეტი“ თაღლითებისთვის საუკეთესო ნიღაბია. სოხუმში გაეროს ოფისის თანამშრომლები მილიონობით დოლარის თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები.
საერთაშორისო ორგანიზაციები და, მათ შორის, გაეროს დროშის ქვეშ მყოფი სხვადასხვა ორგანიზაციები, ფინასდებიან სხვადასხვა დონორების, სახელმწიფოებისა და კერძო ფონდების მიერ. წესით და რიგით, ორგანიზაციის ფინანსები მის მიზნებს უნდა მოხმარდეს, განვითარებისა და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას.
მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს კორუფციას, როდესაც ამ ორგანიზაციებში მომუშავე პირები პირადი სარგებლისთვიდ იყენებენ გამჭვირვალობისა და ნდობისთვის შექმნილი მექანიზმებს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებით. საუბარია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სოხუმის ოფისზე. გაეროს და სხვა ორგანოების მიერ ჩატარებული აუდიტის და გამოძიების საფუძველზე მოპოვებულ იქნა უტყუარი მტკიცებულებები და UNDP სოხუმის ოფისში გამოვლენილ იქნა მასშტაბური თაღლითურ სქემა, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედებდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, UNDP სოხუმის ოფისის თანამშრომლების ჯგუფმა:
ტარკილმა,
პოდგორნაიამ და
კუტარბამ შექმნეს მოქნილი თაღლითური სქემა,რომლის საშუალებითაც რეგულარულად აყალბებდნენ სადაზღვევო პოლისებს და უკანონოთ ითვისებდნენ ორგანიზაციის კუთვნილ თანხებს.
ძირითადად, მათი სამიზნე ამერიკული სადაზღვევო კომპანია “Cigna Corporation” იყო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს. სქემა საკმაოდ მარტივად გამოიყურება:
ბრალდებულები რამდენიმე წლის განმავლობაში თაღლითობისთვის იყენებდნენ საკუთარ დიპლომატიურ სტატუსისა და ორგანიზაციის ნდობის ფაქტორს და რუსული სამედიცინო დაწესებულებების სახელით სადაზღვევო კომპანიას ყალბ დოკუმენტებს სისტემატურად წარუდგენდნენ. რეცეპტები, ინვოისები, ექიმის დასკვნები – ყველაფერი, რაც საჭირო იყო ძვირადღირებული მკურნალობის დასადასტურებლად, რომელიც სინამდვილეში არასდროს ჩატარებულა. „ფანტომური“ ოპერაციების, თერაპიის კურსებისა და ტესტების თანხები რეგულარულად ირიცხებოდა მათ ანგარიშებზე. წინასწარი ძიების საფუძველზე დადგინდა , რომ მხოლოდ 2023 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში, უკანონოდ მოპოვებული თანხების საერთო რაოდენობამ 2,5 მილიონ რუბლს (დაახლოებით 31 ათასი აშშ დოლარი) გადააჭარბა.
თუმცა, რუსული კლინიკები, შესაძლოა, მხოლოდ დასაწყისი იყოს. გამოძიებას აქვს სერიოზული საფუძველი იმისა იფიქროს, რომ სხვა საქმეებში ყალბი დოკუმენტების დივერსიფიკაციისთვის, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო როგორც აფხაზეთის, ასევე საქართველოს ძირითად ტერიტირიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები.ეს საქმე უკიდურესად არასასიამოვნო კითხვებს ბადებს და ჩრდილს აყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს , მაგალითად სადაზღვევო კომპანია Cigna-ს გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და UNDP-ის შიდა კონტროლის სისტემის სრულ კრახზე მიუთითებს. როგორ შეძლეს ორგანიზაციის თანამშრომლებმა, რომელთა სამუშაო პირდაპირ კავშირშია დონორების სახსრების მართვასთან და ანგარიშგებასთან, წლების განმავლობაში ასეთი საქმიანობით ყოფილიყვნენ დაკავებულები? იყენებდნენ თუ არა ისინი შიდა ორგანიზაციულ რესურსებს და ორგანიზაციის სტატუსს საფარად? ორგანიზაციაში კონტროლის მექანიზმის ნაკლებობა განაპირობა თუ არა დიპლომატურმა სტატუსმა?
ეს მასშტაბური თაღლითობის სქემა უბრალო სისხლის სამართლის საქმეზე მეტია. ის რეგიონში UNDP-ის მთელი მისიის რეპუტაციის და ავტორიტეტის გამოცდაა. დაუშვებს თუ არა ორგანიზაცია დამოუკიდებელ გამოძიებას? გამოიჩენს თუ არა ის „ნულოვან ტოლერანტობას“ კორუფციის მიმართ თავის რიგებში? თუ უბრალოდ ჩუმად გაათავისუფლებს ჩართული პირებს თანამდებობიდან იმ იმედით, რომ სკანდალი საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდება?
ფაქტი კი ერთია: საერთაშორისო ორგანიზაციებში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს მისიებში, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებშია განლაგებული და დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. რაღა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო ფაქტი ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებისა და კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივაზეც.
ბორის შოთაძე
წყარო:
ge.news-front.suскачать dle 11.0фильмы бесплатно