Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"თურქეთის არმია ტერორისტებს იარაღით ამარაგებს" - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი

"თურქეთის არმია ტერორისტებს იარაღით ამარაგებს" - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი

გაეროს წარმომადგენელმა სირიაში ბაშარ ჯაფაარმა წერილი გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს,სადაც ის თურქეთს ადანაშაულებს ტერორისტების მხარდაჭერაში და იარაღით მომარაგებაში ქალაქ ალეპოსთან,სადაც ძირითადი ბრძოლები მიდის სირიიის არმიასა და ტერორისტებს შორის.


ჯაფაარის ცნობით თურქი სამხედროები 1 აგვისტოს შეიჭრნენ ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთით და იარაღის საცავის მშენებლობა დაიწყეს.

"თურქებმა ეს იარაღის საცავი გადასცეს ტერორისტულ ორგანიზაციებს: "ან-ნუსრას",ახრარ აშ-შამს" და "თავდასხმის არმიას".თურქმა სამხედროებმა ასევე ტერორისტებს გადასცეს თურქეთიდან შემოტანილი რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები ალეპოს პროვინციის მიმდებარე რაიონებში." - იტყობინება გაეროს წარმომადგენელი

ასევე, სირიის დიპლომატმა გაეროს თხოვნით მიმართა - აიძულოს თურქეთის რეჟიმი,რომ ჩაკეტოს საკუთარი საზღვარი და იარაღით აღარ მოამარაგოს ტერორისტული ორგანიზაციები: "ისლამური სახელმწიფო","ჯაბხატ ან-ნუსრა","ახრარ აშ-შამი" და ა.შ.


წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions