რუსეთში კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი გამოიგონეს
- 12.08.2016, 15:51,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რუსეთში კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი გამოიგონეს – ამის შესახებ გამოცემა Golbis იუწყება. როგორც სეჩენევის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კლინიკის განყოფილების უფროსი მიხეილ ენიკეევი ამბობს, ახლა უკვე აღარ არის საჭირო ქირურგიული ჩარევები კიბოს მეტასტაზების ამოსაკვეთად, ექიმის თქმით ზურგის ქვემოთ, ნემსით შეჰყავთ 40 გრადუსამდე გაცივებული არგონი, კიბოს უჯრედები იყინება. შემდეგ კი მეორე გაზი-ჰელიუმით, გაყინული უჯრედები იმ წუთშივე საწყის ტემპერატურას უბრუნდება. როგორც აღმოჩნდა ასეთი ტემპერატორული ცვლა იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს.ექიმის თქმით, ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტს უკვე რამდენიმე საათში შეუძლია სახლში წასვლა.” ამ ოპერაციების ჩატარება შესაძლებელი გახდა მეცნიერების და ტექნიკის მიღწევებით, თუმცა ყველას ასეთი ოპერაცია არ უტარდება, რადგან ზოგიერთი პაციენტისთვის არსებობს საერთო ნარკოზის რისკი.”-ამბობს პროფესორი.
ენიკეევის თქმით, კრიოაბლაცია ოპერაციის ალტერნატიული ფორმაა და იმ პაციენებთან გამოიყენება, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო არ უტარდებათ ქირურგიული ჩარევა. მაგალითად მაშინ, როცა სიმსივნე მიუდგომელია. ადრე ასეთ სიტუაციებში შეუძლებელი იყო რამის მოფიქრება.
–ავადმყოფს უკეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღება საჭირო ორგანოს ტომოგრაფიული სურათი, რომლისგანაც კეთდება 3D-მოდელი, ჩვენ სულ პატარა დეტალებზეც გვაქვს ამ მოდელით წარმოდგენა, კეთდება ვირტუალური ოპერაცია და ვიგებთ რა გავლენა და ჩარევა განვახორციელოთ სიმსივნეზე“-განაცხადა პროფესორმა.
ენიკეევის თქმით ამ კლინიკაში რუსეთის სხვადასხვა ადგილიდან ჩადიან და უფასოდ მკურნალობენ დაავადებული პაციენტები.
-ახალი ქირურგიული ტექნოლოგიების საშუალებით გაჩნდა საშუალება, დავეხმაროთ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ შანსი აღარ ჰქონდათ.-ამბობს ექიმი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно