ფილადელფია, CNN – ნათქვამია, რომ სიყვარული ყველაზე ძლიერი ძალაა. თუ ეს სიმართლეა, მაშინ სამხრეთ დაკოტაში მცხოვრები ცოლ-ქმარი სწორედ იმის ნათელი მაგალითია, რომ სიკვდილსაც კი არ შესწევს ძალა, საყვარელი ადამიანები ერთმანეთს დააშოროს.წყვილი, რომელიც ექვს ათეულ წელზე მეტი იყო ქორწინებაში, ერთსა და იმავე დღეს, რამოდენიმე წუთის სხვაობით, ერთსა და იმავე ოთახში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია სამხრეთ დაკოტაში, პლატში გაიმართა.
ჰენრი და ჟანეტ დე ლანჟი ორივე 31 ივლისს, 20 წუთის სხვაობით, მოხუცთა თავშესაფარში, თავიანთ ოთახში გარდაიცვალნენ. დე ლანჟები 63 წელი იყვნენ ერთად ქორწინებაში. მათმა ერთ-ერთმა შვილმა, ლი დე ლანჟმა CNN–ის შვილობილ KSFY–ს განუცხადა, რომ მშობლების თითქმის ერთდროულად გარდაცვალებაში ღვთაებრივი ხელი ერია.
“ჩვენ ამას ღვთის მიერ მომადლებული სიყვარულის ლამაზი აქტი ვუწოდეთ. თქვენ ამაზე არ ლოცულობთ, რადგან ეს იმდენად მნიშვნელოვნად არ გეჩვენებათ, მაგრამ ამაზე უფრო მშვენიერს ვერაფერს სთხოვთ უფალს”, განაცხადა მან.
ჟანეტ დე ლანჟი, რომელიც 87 წლის იყო და ალცჰეიმერის დაავადებით იყო ავად, პირველი გარდაიცვალა, საღამოს 5:10 საათზე. მის ირგვლივ შეკრებილი ოჯახი ამ დროს ბიბლიას კითხულობდა. “ჩვენ 103–ე ფსალმუნის კითხვას ვასრულებდით, როდესაც ის გარდაიცვალა, ძალიან მშვიდად, წარმოუდგენლად მშვიდად”, განაცხადა ლი დე ლანჟმა. ლის თქმით, მისმა ძმამ, 86 წლის მამას, რომელიც პროსტატის კიბოს ებრძოდა, დედის გარდაცვალება შეატყობინა და უთხრა, რომ შეეძლო აღარ ებრძოლა და ისიც შეერთებოდა დედას სამოთხეში, თუ მას ეს სურდა. ოცი წუთის შემდეგ, 5:30 საათზე, ჰენრი დე ლანჟი ასეც მოიქცა.
როგორც შვილები იხსენებენ, მან ცოტა ხნით გაახილა თვალები, შეხედა თავის მეუღლეს და გარდაიცვალა.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის ცოლ–ქმრის ერთსა და იმავე დღეს გარდაცვალების პირველი შემთხვევა. ზაფხულის დასაწყისში, ჯორჯ და ორა როდრიგესები, რომლებიც 58 წელი იყვნენ დაქორწინებულები, რამოდენიმე საათის სხვაობით სან ანტონიოში, თავიანთ საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, ხელიხელ ჩაკიდებულნი გარდაიცვალნენ.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно