Coloring Pages Reddit Video Downloader
 

640 ორთაბრძოლა და 2 მარცხი! – დაუჯერებელი სანახავია სახლი სადაც ის ცხოვრობს

640 ორთაბრძოლა და 2 მარცხი! – დაუჯერებელი სანახავია სახლი სადაც ის ცხოვრობს


ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.


ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 73, 74, 75) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 76, 78). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარი როლი ლევან თედიაშვილმა შეასრულა ომარ ფხაკაძესთან ერთად.

640 ორთაბრძოლა და 2 მარცხი! – დაუჯერებელი სანახავია სახლი სადაც ის ცხოვრობს

2013 წელს ოქტომბერში ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ჩაწერა ინტერვიუ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონთან – – გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს 17 წუთიანი ინტერიუდან.


- მას შემდეგ რაც ქვეყანაში მთავარობა შეიცვალა გრძნობთ თუ არა თქვენდამი ყურადღებას, სითბოს, რაღაცა იმას, რომ დამოკიდებულება შეიცვალა?

– მაინცდამაინც თავს არ იკლავენ, მაგრამ მე ივანიშვილი მაძლევს 3000 ლარს და სხვები ხშირად წამომაძახებენ ხოლმე. ამასწინებზე მარგველაშვილი ჩამოვიდა, არ ვიცნობ მე მაგ კაცს და რატომ უნდა მივსულიყავი?! მაინცდამიანც არამჯერა მე მაგ კაცის რომ გახეთქავს ბობმბს – ერთი ბუმნჩულა “ტიპია”!

ამ ინტერვიუში ლევან თედიაშვილი ასევე აცხადებს, რომ სულ არ დამჭირდებოდა ბიძინას დახმარება “ნაციონალურ მოძრაობას” რომ არ წაერთმია ის რაც მქონდაო…: – კაჭრეთის პურკომბინატი ჩემი იყო და ამ არ სახსენებლებმა წამართვეს… “მოქალაქეთა კავშირში”, რომ ვიყავი ეგენი ჩემს გვერდზე ისხდნენ და მერე უცებ ფერი შეიცვალეს… ჟვანია რომ დავასაფლავეთ მერე სულ შეიცვალა თამაშის წესები… პურკომბინატი ჩემი იყო, ქსელები ჩემი იყო და მჭირდებოდა მე დახმარება?… ყველას აქეთ ვეხმარებოდი. ჩემი ქონება გადავაბარე, წამართვეს და დამოტოვეს ასე თორემ მე ვისი დახმარება მჭირდებოდა?

ჟურნალისტ ირმა ინაშვილის კითხვაზე: თქვენი სახელობის ჭიდაობის სკოლა რომ იყო მანდ რა მოხდა? – პასუხობს:

– მოუნდა ვიღაცას, რომ თურმე მე არ ვარ “ნაციონალი”, მიშამ შემომთავაზა გადმოდი ჩემთანო და უარი ვუთხარი არ ვიცი ამის მერე როგორ შეაცდინეს შოთა ჩოჩიშვილი რომელიც ჩემი ნათლულია – ბოდბეში მოვნათლე… რავიცი… შოთამ სააკაშვილი წაიყვანა მგონი იაპონიაში და ამის მაგივრად ადგა და დაარქვა შოთა ჩოჩიშვილის სახელი. ამის მერე მივედი და ვუთხარი ღმერთმა შეგარგოთ, იყოს, ივარჯიშოს ძიუდომ, მაგრამ სანაცვლოდ მომეცით ერთი დარბაზი მეთქი… – მომცეს, მაგრამ ისიც ისევ წამართვეს.

წყარო: fact2.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions