ოლიმპიური თამაშების პირველი დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა
- 07.08.2016, 14:48,
- სლაიდი / სპორტი
- 0
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველი დღე ქართველი სპორტსმენებისთვის უმედლოდ დასრულდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში რუს ბესლან მუდრანოვთან წაგების შემდეგ, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაშიც უზბეკ უროზბოევთან დამარცხდა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა.
ნახევარფინალამდე, ქართველმა სპორტსმენმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა კანადელ მოწინააღმდეგესთან მოიგო და მორიგ წრეში გადავიდა.
ამირან პაპაშვილმა მეორე შეხვედრაშიც გაიმარჯვა – წუთსა და 56 წამში იპონით დაამარცხა ბულგარელი გერჩევი და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება მესამე შეხვედრას, ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი ნაოჰისა ტაკატო დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი ბესლან მუდრანოვი იყო.
скачать dle 11.0фильмы бесплатно