Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"დღეს, ქოცებიც და ნაცებიც გაერთიანდნენ ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგ!"

"დღეს, ქოცებიც და ნაცებიც  გაერთიანდნენ ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგ!"



ირმა ბეგლარიშვილი, ქართველი ემიგრანტი, აშშ, ნიუჯერსიდან, სოცილურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება საქართველოში ლადო ბედუკაძესთან მიმართებაში ატეხილ აჟიოტაჟს. სრულად გთავაზობთ მის წერილს:

ვიცი, ამ წერილის დადებას დიდი ხმაური მოჰყვება...
მაგრამ უარყოფითად განწყობილებმა, იქნებ დატოვოთ ჩემი მეგობრობის გვერდი...
რადგან ის ადამიანი, ვისზეც ახლა ვაპირებ დაწერას, ჩემთვის თქვენს განწყობაზე მეტს ნიშნავს!
ამბობენ, გონება ხშირად ცდება...რადგან ცივად ნსჯის და გული კიდევ არასდროსო.
ხშირად...ადამიანებს გული არ იღებს და გონებას, ქვეცნობიერებას ვაიძულებთ მიიღოს ის ადამიანი და ბოლოს კი...ვცდებით!- რადგან გულს არ დავუჯერეთ!
დღემდე მგონია, რომ ადამიანის სიჭკვიანე ის კი არ არის, მარტივი რთულად მოგაჩვენოს! -არამედ ყველაზე რთულის მარტივად დანახვებაა სიჭკვიანე!
ჩემი ახლობელი, აქ ამერიკაში ბინას ყიდიდა.
გამოჩნდა კლიენტიც. რომელიც სამწუხაროდ მეზობელს არ მოეწონა და მაშინვე განუცხადა ჩემს ახლობელს; -ჩვენ არ დავუშვებთ ის გადმოვიდეს მეზობლადო!
ეს უბრალოდ, ორი ადამიანის გარემოცვაში მოხდა მხოლოდ.
გუშინ, მოხუცი რაღაც ფილმს უყურებდა და აღფრთოვანებული შეჰყურებდა. თუ როგორ იბრძოდნენ ამერიკელები რუსების წინააღმდეგ. როგორ სულელებად გამოჰყავდათ რუსები და როგორ სჯობნიდნენ.
ერთი კი გამეღიმა...
როდისმე ყოფილა ეს ბრძოლა ნეტავ-თქო და გავანებე თავი. ხბოს აღტაცება დაუფლებოდა მოხუცს.
არასოდეს...არ უბრძოლიათ პირისპირ...
ცივი ომი გაცილებით უფრო დიდი სისატიკით მიდოდა ამ ორ, უზარმაზარ ქვეყანას შორის!
და ყოველთვის განტევების ვაცი სხვა ქვეყანა ხდებოდა!
დღეს ჩემი ქვეყანაა ასეთი განტევების ვაცი...
აგვიჩემებია დასავლური ღირებულებები...
ამერიკული ღირებულებები, და ვეღარ ვხვდებით..
სიძულვილით სავსენი, როგორ ვაცლით, საკუთარი ქვეყნის საძირკველს, უკანასკნელ აგურს!
სულ მიკვირდა და მიკვირს, როგორ დგას ისევ ფეხზე? !
-დგას კი?!
სადღაც ფსკერისკენ მივექანებით და მაინც გავყვირით... თავისუფლები ვართო!
სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, თურმე რა ჭკვიანი იყო ერეკლე მეფე.
როცა ორ ცუდს შორის...ერთი ცუდი აირჩია...
ბრძენმა მეფემ ალბათ ბევრი იფიქრა, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო.
იმ ქვეყანას, ხომ საქართველო ნაგლეჯ-ნაგლეჯ კი არ სჭირდებოდა, პირიქით ერთიანი.
ალბათ ამის დამსახურებაა ქართველთა ხუთ მილიონამდე გაზრდა.
ადამიანები ცდილობენ რომ მეზობელი ჰყავდეს კარგი და რატომ გვიკვირს, როცა იმ ქვეყანას არ უნდა მოსისხლე მტრის ჩასახლება იმ მეზობლად. ვისაც ფეხებზე ჰკიდია შენი ქვეყანა...მხოლოდ იმ ძლიერზე უნდა დიდი წარმოჩინდეს.
რომ არა ეს კაცი...
ლადო ბედუკაძე ის ადამიანია...
რომელმაც მარტო თავის სიცოცხლე კი არ გაწირა...შვილებისაც...
დიახ! ჩაიხედეთ თქვენს გულში...დავუშვათ "ფულით მოისყიდეს" დავუშვათ" გადაუხადეს"...ამ შემთხვევაშიც ხომ სასწორზე იდო მისი შვილების სიცოცხლე?!
თურქეთის სასტუმროში რომ გამოამწყვდიეს უკაპიკოდ... ყველაფრის გარეშე...ვითომ"კეთილისმოსურნეებმა!"
როცა ადამიანები სხვებზე გადავლით ცდილობენ გამოჩნდნენ, ის ადამიანები დამნაშავეები არიან!
იყო დრო, მეც სიძულვილი მქონდა რუსების მიმართ...
დიდიხნის წინ (ცნობისთვის, რუსეთშიც კი არ ვარ ნამყოფი, გავლითაც კი)
მერე მივხვდი, რომ ერეკლე მეფემ არჩევანი გააკეთა ცუდსა და ძალიან ცუდს შორის!
როცა გზაგასაყართან დგახარ და...ვიღაც გეუბნება, ამ გზით წახვალ დაიღუპები, მაგრამ შანსი გაქვს გადარჩენის, მეორე გზით წახვალ...დაიღუპები და შეიძლება გადარჩენის შანსიც გქონდეს, მაგრამ ის შენ არ იქნებიო...
-რომელს აირჩევთ?
როდემდე უნდა იჯერებდეთ ზღაპრებს...გამოგონილ მეგობრობისას?!
დაქუცმაცებულის, დამშეულის...რწმენადაკარგულის მოკვდინება უფრო იოლია...თუ არა და, უკანასკნელ შემთხვევაში შენს დაკრულზე მაინც შეგიძლია ატარო.!
დღეს ქოცებიც და ნაცებიც ერთად გაერთიანდნენ ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგ.
ცდილობენ ურჩხულად წარმოაჩინონ.
ვისაც ერთი ჩხირიც არ დაუდია ქვეყნისთვის...თავის კედელზე აგინებს და ათასს საშინელებას აბრალებს ლადო ბედუკაძეს!
ზნედაცემული ელისო კილაძე...ორივე შემთხვევაში, ნაცებისაც და ქოცების შავი საქმის შემსრულებელი. არ დაგიდევს, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, მთავარია გადაუხადონ!
მედალს ორი მხარე კი არა...იმდენი აქვს, რამდენ მხარესაც დაიჭერ...
თურმე დადგმული იყო!
ტყუილი იყო!
იქ კასრებში ჩამარხულიც, ტყუილი იყო?!
ის ამაზრრზენი ყავარჯნიანი მხეცი, რომელიც დაბმულ კაცს აუპატიურებდა?!
ისიც ტყუილი და დადგმული იყო?!
-ის 2000 კაციც გამოგონილი იყო...რომელმაც ლადოს სასამართლოზე თქვა, რომ ბედუკაძეს უმადლის ცოცხლად დარჩენას?!
-ის იმდენი მიცვალებულიც ტყუილი იყო?
ციხეში ჩახოცილი გოგოები და ბიჭებიც ტყუილი იყო?!
ორგანოებისგან ამოცლილი პატიმრებიც?!
ოცნებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ფარდა!
დაამტკიცა რომ მხოლოდ სახელი აქვს შეცვლილი და იგივეა...
ისევე როგორც მიშა სააკაშვილმა ვარდების რევულუციით, ხალხს დააჯერა, რომ ხალხის ნება ცხადდებოდა.
სინამდვილეში კი...კარგად მოფიქრებული ნომერი იყო ბებერი მელიის...
იყო დრო, ლადო მარტო იყო ბრიუსელში...ყველა ნარკომანი და გამყიდველი აეტორღიალა, რომ მისით ფული გაეკეთებინა. სოროებიდან გამოძვრნენ მანამდე დამალული ვირთხები.
პატრიოტული ალიანსის ლიდერმა კი...ბაიკერები დაიხვედრა და თავისი "მოგონილი გმირობა" დაიჯერა.
ყველას სიპატარავე დრომ დაგვანახვა!
ლადო ისევ მარტოა და... შიშველი ხელებითაა ამ ბინძურ ომში...
ოცნებამ...რომელმაც ნაციონალური მოძრაობა არ აკრძალა...ახლა იბრძვის, რომ აკრძალოს"ცენტრისტები".
რატომ?- შეეშინდათ?
-ალბათ!
თორემ...
ყველა მეორე პარტიას ქმნის...კომუნისტური პარტიაცაა და ყელსახვევევბით გამოჰყავთ ბავშვები...მაგრამ არა...
ლადო ბედუკაძეა საშიში თურმე...
დამპალი ვაშლი ხიდან შორს არ მიდის...
და მაინც მგონია...რომ ადრე თუ გვიან საკუთარი შვილები მოგიღებენ ბოლოს.
გეყოფათ ხალხის სახელით ლაპარაკი!
იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ თურმე იმსახურებდნენ ქართველები სააკაშვილს!
მეტის ღირსები არ ვიყავით!
ჩვენ ზვიადიც გავწირეთ...
დიახ!
ჩვენ მართალ ადამიანებს უფრო ადვილად ვწირავთ რატომღაც. ვიღაც საშინელს, სისხლიანს გამუდმებით ვწირავთ მსხვერპლს...
არასოდეს უთქვია გულს ლადოზე ცუდი...
არ შევმცდარვარ...მაშინაც მარტო იყო, როცა გულმა მიიღო ეს მართალი ადამიანი!
დავიჯერე!
გული მეუბნეოდა რომ მართალი იყო. მისი თვალები მეუბნეოდა რომ მართალი იყო!
რას ვერ ჰპატიობთ?!
რომ არ გაყიდულა?
თქვენ რომ არა გგავთ?!
რომ არა ეგ ადამიანი...დღეს საქართველო სასაკლაოდ იქნებოდა.
ლადო ვინაა...ქრისტეს არ დაუჯერეს!
დაუგდეთ თქვენს გულს ყური?!
განა არსებობს შვილებზე ძვირფასი?
თქვენ რომელ ფულზე გაიმეტებდით?
და თუ იჯერებთ ამ საშინელებას, მაშინ თქვენგან უყურებთ სხვასაც. თქვენით ზომავს სხვის ადამიანურ შესაძლებლობას!
დღეს დაამტკიცა ოცნებამ, რომ ნაციონალური პარტიაა და ეს ოთხი წელი მხოლოდ მათ ინტერესებს და რებილიტაციას ემსახურებოდა.
უკვე მომაკვდავს ისე უწამლა, იმდენი სისხლი გადაუსხა რომ გააძლიერა და ეს ბოროტი ძალა ახლა მთელი საქართველოს გადაყლაპვას ცდილობს!
ჩვენ ვერ ვიქნებით კარგად. მანამ, სანამ სხვის იმედზე ვიქნებით!
მაგრამ შეგვიძლია...არ გავხდეთ მოწმე სამშობლოს დასამარების!
რაა თავისუფლება?
ძალით მოხვეული გარყვნილობა?
ახალგაზრდობის გონების ამღვრევა?
ეს თავისუფლება არაა!
თავისუფლება სულიდან მოდის და, მარტო შენთვის კი არა სხვისთვისაც მისაღებია. თავისუფლებასაც აქვს ზნეობრივი კანონები!
მე დღესაც მჯერა, რომ ლადო ის ადამიანია, რომელმაც ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა!
ცოტახნით მაინც დაახევინა უკან ნაცისტებს და სისხლიან რეჟიმზე ააღებინა ხელი!
სხვა რაა ეს დიდი სიძულვილი, თუ არა ის რომ ჩვენ მოგვცა ღმერთმა კიდევ ერთი ადამიანი...რომ ამოიყვანოს ამ ტალახიდან...მაგრამ დაყარეთ ხალხო ქვები...ნუ ესვრით!
ნუ დასდებთ ბრალს იმაში, რაც არ იცით!
ნუ მოკლავთ კიდევ ერთ სულით, ხორციანად ქართველს!
დაუდექით გვერდით და ერთადერთი გზა გადარჩენის... რუსეთთთან საერთო ენის გამონახვაა!
სხვა გზა მოჭრილია.
მეფისნაცვლები,"შაჰის კარზე" გამოზრდილი მოღალატეები გლეჯავენ ჩვენსნს ქვეყანას...სისხლით მოტანილ სამშობლოს და არცოდნა...არცოდვა კი არა, დიდი ცოდვაა...
დაფიქრდით და გულისხმას მიჰყევით!
მე ვამაყობ ამ კაცთან მეგობრობით!
ის საოცრად ზემაღალი ადამიანია...სუფთა და...მან შვილებიც და ოჯახიც მხოლოდ სამშობლოსთვის გაწირა...
ვიცი უკან არ დაიხევს...რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს...
თქვენ დაიცავით, თქვენ დაუდექით გვერდით...თორემ მერე...თქვენვე გახდებით მოწმე ბოლო სისხლის წვეთების გამოღების...საქართველოს სხეულიდან!
მე ვინა ვარ?!
არავინ!
ერთი, უბრალო ქართველი...და ჩემი პოზიციაც ერთი, უბრალო ქართველისაა!
რომელსაც არასოდეს გაუყიდია არც სამშობლო და არც ქართველი!

ირმა ბეგლარიშვილი
ქართველი ემიგრანტი
აშშ, ნიუ-ჯერსი
16.08.2016 წელი


წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions