დეკანოზი სერაფიმე დანელია-უწმიდესს გაეღიმა, მცირედ ჩაფიქრდა და მითხრა: ,, - სულიწმიდის იყოს"
-ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას: ,, - როგორ შეიძლება გავიგოთ ღვთის ნება? როგორ არის შესაძლებელი, ადამიანი ღვთის განგებულებას ჩასწვდეს და მასთან თანხმიერებით იცხოვროს?" ბევრს საერთოდაც შეუძლებლად მიაჩნია მსგავსი რამ და ხიბლში ყოფნის ნიშნად მიიჩნია ადამიანის მიერ ღვთის ნების გამოძიების მცდელობაც. თუმცა, პავლე მოციქული პირდპირ წერს: გამოიცადეთ ,,რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული."(რომ12-2) როცა სვეტიცხოველში დავიწყე მსახურება, პირველ წელს მაცხოვრის კვართის წინ ყოველდღე ვიხდიდი პარაკლისს... ვთხოვდი უფალს, დაეშვა შესაძლებლობა გვქონოდა ტაძარი, სადაც წლების წინ დაფანტული ჩვენი მრევლი უწინდებურად ერთ ,,ოჯახში" გაერთიანდებოდა და სადაც ყველანი ერთად კვლავ შევუდგებოდით ახალ ცხოვრებას ქრისტეში... ერთხელაც ლოცვის შემდეგ ერთი ადამიანი გამეცნო, რომელიც მოყვა ამბავს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდათ ეკლესიის აშენება მათივე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ ჰყავთ მოძღვარი, რომელიც ამ საქმეს ჩაუდგება სათავეში...
მახსოვს, მაშინ ერთმა მოძღვარმა მითხრა: ,, - ეს, კვართთან აღვლენილი პარაკლისების წყალობაა"... შემდეგ იყო ამ ტერიტორიაზე ჯვრის აღმართვა, პარაკლისები, ხელმოწერების შეგროვება, მიმართვები, საპატრიარქო, თბილისის მერია... ასე გაირბინა ოთხმა წელმა... ერთხელაც, როცა პატრიარქი სვეტიცხოველში მობრძანდა, ვთხოვე დაელოცა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით დროში გაწელილი ჩვენი მოლაპარაკება თბილისის მერიასთან... ამ შეხვედრიდან ორ კვირაში, ხარება დღეს, მერიიდან შემოვიდა ზარი, რომელმაც ჩვენს თხოვნაზე დადებითი პასუხი გვახარა... და, რადგან უწმიდესი ამ დღეს ისევ ჩვენთან ბრძანდებოდა, გახარებულმა ვამცნე ეს ამბავი. - მადლობა მოვახსენე ლოცვისთვის, თან თხოვნაც მოვაყოლე: - იქნებ, მომავალი ტაძრისთვის სახელიც თქვენ შეგვირჩიოთ-მეთქი... უწმიდესს გაეღიმა, მცირედ ჩაფიქრდა და მითხრა: ,, - სულიწმიდის იყოს." და დაამატა
,,ამ სახელობის ტაძარი იშვიათია... ერთი ჩვენ გვაქვს სამებაში".... გამახსენდა, 4 წლის წინ, როცა მიზეზთა გამო, ჩემი კუთხის დატოვება და სვეტიცხოველში გადმოსვლა მომიწია, ერთმა მხცოვანმა ბერმა მითხრა: ,, - იმსახურე სვეტიცხოველში, მოვა დრო და სვეტიცხოველი გამოგიჩენს, მომავალში რა გზასაც უნდა დაადგეო"... ამიტომ ვმადლობ უფალს ყველაფრისთვის... იმისთვის, რაც იყო წარსულში, რაც არის დღეს და რაც იქნება მომავალში... ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ მისი სახლის შენების ღირსი გამხადა, რომ მომავალ ტაძარს და მის მრევლს სულიწმიდა უფალი ეყოლება მფარველად და ნუგეშინისმცემლად, რომ ტაძრის დღესასწაული ყოველთვის ჩემს საყვარელ მარტვილს გამახსენებს, რადგან სულთმოფენობის დღესასწაულს ძველქართულად ,,მარტვილია" ეწოდება, დაბოლოს იმისთვის, რომ მისი ნებით, რომელიც არის ,,კეთილი, სათნო და სრული" ყველაფერი კარგად იქნება!!!... ასე იწყება ისტორია...
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно