თბილისელების წინაშე ორი საათის განმავლობაში გამოდიოდნენ რუსული Comedy Club-ის რეზიდენტები: გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუტდინოვი, დემის კარიბიდისი და ანდრეი სკოროხოდი.
მათ გარდა თბილისელები იუმორისტული ნომრებით მოხიბლეს ზურაბ მატუამ, დმიტრი სოროკინმა, ანდრეი ავერინმა და მარინა კრავეცმა, დმიტრი გრაჩოვმა, ვარდან ზადოიანმა და ასევე კოლექტივმა United Sexy Boyz (USB).
პოპულარული იუმორისტული შოუს Comedy Club-ის წევრები ხშირად წარმოთქვამდნენ ფრაზებს ქართულად, რაც მაყურებლის აღფრთოვანებასა და სიხარულს იწვევდა.
Comedy Club-ის პრაქტიკულად ყველა რეზიდენტი ქართულად მიესალმა მაყურებელს, ხოლო ერთმანეთს მიმართავდნენ: „ბიჭო“, „გავიგე, ძმაო“, „მადლობა“.