Coloring Pages Reddit Video Downloader
 

სანდრო ბრეგაძე: უგუნურთა გასაგონად...

სანდრო ბრეგაძე: უგუნურთა გასაგონად...

„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„უგუნურთა გასაგონად - 1227 წელს: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა". ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა" ელოდა. ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების".



როდესაც თქვენ, უგუნურებო და სარწმუნოების მტრებო, აცხადებთ, რომ რა დროს ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვაა, რა დროს ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებაა, რა დროს გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლაა, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა, ეკონომიკა გაჩანაგებულიაო, ერთი რამ გავიწყდებათ, რომ 100000 ქართველმა ზნეობრივ პრინციპებს, სულიერებას და მორალს შესწირა თავი და არა მწვადის, ხინკლის ან ჩაქაფულის ჭამას. ვინც ცდილობთ, რომ ქართველი ერის მისია ცხოველურ ინსტინქტებამდე დაიყვანოთ, გავიწყდებათ, რომ დედამიწაზე ქართველი ერის მისია ბევრად დიდია, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა. დიახ!!! თანამედროვე მსოფლიოში უძველესი ევროპული ერი ოჯახის, სიწმინდის, ზნეობის, რწმენის უკანასკნელი ბასტიონია, რომელსაც შემოელეწება ქრისტიანობის ყველა მტერი, რადგან ქართველმა ერმა ერთადერთმა შეინარჩუნა ის ტრადიციები, რომელიც ადამიანს ცხოველისაგან ასხვავებს და რომელიც მისაბაძია მთელი მსოფლიოსათვის. უგუნურებო და სოროსის ნაშიერნო, დოლარებით გატენილო ფარისევლებო, იმასაც ვერ ხვდებით, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც უფალი ჩვენთანაა. ჩვენთან არს ღმერთი!!! ბრძოლა იქნება ბოლომდე, საბოლოო გამარჯვებამდე და ამას ვერავინ შეაჩერებს!!!"
- წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions