საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში და ვრცელდება ინფორმაცია,რომ მის წინააღმდეგ უკრაინის საელჩოსთან 19 ივლისს საპროტესტო აქციაც კი იგეგმება.ცნობილია,რომ პოროშენკო გამოირჩევა ანტიმართლმადიდებლური გამონათქვამებით და ღიად უჭერს მხარს ლგბტ-ე უმცირესობებს,რაც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია.მისდამი ნეგატიურ ფონს ის ფაქტიც ემატება,რომ პოროშენკო მფარველობს მიხეილ სააკაშვილს,რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.ასევე მოსალოდნელია,რომ პოროშენკო საქართველოში ვიზიტს გამოიყენებს იმისათვის,რომ რუსეთი კიდევ ერთხელ გააღიზიანოს ანტირუსული განცხადებებით და ამით უფრო დაძაბავს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს.
მოკლედ რბილად,რომ ვთქვათ უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი საქართველოსთვის არასასრუველი ფიგურაა და მიუხედავად ამისა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის საპატიოდ მიიღო,რაც ქართული საზოგადოების მხრიდან ნეგატიურად იქნა შეფასებული.ამრიგად, პოროშენკოსგან ყველაფერია მოსალოდნელი,მაგალითად არ არის გამორიცხული,რომ შესაძლოა მან საქართველოს საპატრიარქოსგან უკრაინის არაღიარებული კიევის ეპარქიის,როგორც დამოუკიდებელი საპატრიარქოს აღიარებაც მოითხოვოს,რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ საკითხთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს პატრიარქის ილია მეორის პოზიცია ცნობილია,რომ ის არ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას,თუმცა „ციანიდის საქმის“ შემდეგ დავრწუმდით,რომ პატრიარქს ბევრი მტერი ყავს თავად საპატრიარქოშიც და გვაქვს უფლება ვივარაუდოთ,რომ შესაძლოა მისი გვერდის ავლით,ფარულად მოხდეს გარკვეული შეთანხმება უკრაინის მხარესთან.
ეს კი სერიოზული საფრთხე იქნება საქართველოსთვის,რადგან თუ საქართველოს საპატრიარქომ აღიარა უკრაინის ეპარქიის ავტოკეფალია,რომელიც ოფიციალურად დღეისათვის ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს,ამ ფაქტს რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოყვება და შესაძლოა ამას საპასუხოდ აფხაზეთისა და ცხინვალის მართლმადიდებლური ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარება მოყვეს რუსეთის პატრიარქის მხრიდან,რაც საბოლოოდ დაგვაკარგინებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსს.
ცნობისათვის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ აღიარებს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დემოუკიდებლობას,რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის,რომ სამომავლოდ სწორედ ეს ფაქტორი გამოვიყენოთ რუსეთთან დიალოგისთვის და მოხდეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.პირად საუბრებში საპატრიარქოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კომპეტენტური პირები აცხადებენ,რომ საქართველოს პატრიარქის ნებართვის გარეშე,ფარულად ვერ მოხერხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება,როგორიც არის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება,რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები პატრიარქის თანხმობისა და ოფიციალური განცხადების გარეშე ვერ მოხდება.
თუმცა, აუცილებელია მოხდეს სიტუაციის ანალიზი და საზოგადოების იფორმირება მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად,რაც ქართული მედიის მოვალეობაა და ამ სტატიას ზუსტად ეს მიზანი აქვს.სტატიის ავტორი გიორგი ირემაძე
скачать dle 11.0фильмы бесплатно