„23-ში ბოკერია გეგმავს სისხლის დაღვრას! გასროლას!!! ხალხი ჰყავს უკვე მობილიზებული“
- 22.07.2017, 01:19,
- სამართალი / სლაიდი
- 0
«ალიას» «კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის» დირექტორი“, პოლიტოლოგი
შოთა აფხაიძე სკანდალურ ინფორმაციებს აწვდის:
- «ევროპული საქართველო», რამდენიმე სხვა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკოსები და როგორც ვიცი, არასამთავრობოების ნაწილი 23-ში აღმაშენებელზე «ქართული მარშის» ე.წ. კონტრ-აქციას გეგმავენ. თავად მარშის ორგანიზატორები მათთვის ხელის შეშლას აპირებენ - ამათ აღმაშენებელზე არ გავატარებთო, ამბობენ. არ არის გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდეს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- ჩვენი მხრიდან არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდება, ეს გამორიცხულია, პირიქით, ერთ ინფორმაციას მოგაწვდით ახლა: რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების შარანგიების გარემოცვიდან, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის «კასირები» იყვნენ, მომივიდა ინფორმაცია, რომ 23-ში ბოკერია გეგმავს სისხლის დაღვრას! ანუ ბოკერიას «ზონელები» და ყოფილი კუდ-ის თანამშრომლები ჰყავს მობილიზებული, რომ ამ აქციაზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მოახდინონ გასროლა! მერე კი ეს ყველაფერი რომ დაბრალდეს კორკოტას, სანდრო ბრეგაძეს, სადღობელაშვილს, გიორგი ჭელიძეს და ა.შ. აქ არის ღირსების საკითხი, რა: დავით აღმაშენებლის გამზირზე არც თურქული პროსტიტუციის და არც არაბული ბორდელები არ უნდა იყოს და ვერც ბოკერია ვერ უნდა დადიოდეს მსვლელობით, ვერ უნდა ბედავდეს ამას!
ამიტომ ბოკერია ვერ გაივლის იქ 23-ში, მაგრამ თუ რამე მოხდა იმ დღეს, თუ ვინმემ გაისროლა ან სისხლი დაღვარა, ეს იქნება უკვე გიგა ბოკერიას გაკეთებული! კიდევ ერთხელ წინასწარ ვაფრთხილებ ყველას: ბოკერიას დაგეგმილი აქვს 23-ში გა-სრო-ლა!- იმ შემთხვევაში, თუ «ქართული მარშის» მოთხოვნებს ხელისუფლება არ შეასრულებს – რა იქნება შემდეგ?
- შემდეგ იქნება ის, რომ მთელი ერი გამოვალთ და ჩვენ თვითონ დავხურავთ იმ ბორდელებს! მივიყვანთ საზღვარზე ამ ვიღაც გაურკვეველი საქმიანობით დაკავებულ კრიმინალ უცხოელებს და სარფის საზვრიდან გავრეკავთ თურქეთში! ჩვენ არავის სისხლის დაღვრას არ ვაპირებთ, რა, უბრალოდ საქართველოს უნდა დაერქვას საქართველო! აბა, ამ ჩვენს მიწას, რომლიც წინაპრებმა ომით და სისხლით მოგვიტანეს აქამდე, ვიღაც ნაძირლებს დავუთმობთ?! გამორიცხულია ეს! «ალია»,
ნინო ლაბარტყავაწყარო: alia.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно