Coloring Pages Reddit Video Downloader
 

“ბრძოლა გინდათ? დაე ეგრე იყოს! სამშობლო ერთია!“ - ლადო სადღობელაშვილი

“ბრძოლა გინდათ? დაე ეგრე იყოს! სამშობლო ერთია!“ - ლადო სადღობელაშვილი


“ ბრძოლა გინდათ? დაე ეგრე იყოს! სამშობლო ერთია!“ “ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლადო სადღობელაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას პასუხობს.

„და აი ისიც - გამოჩნდა გველის თავიც! თავი რომელიც უნდა გაიჩეჩქოს რათა დამყარდეს იდილია და მშვიდობა!!!


ქართველთა მარშს უპირისპირდება თვით გიგა ბოკერია თავის ამალით! ლიბერასტები და სოროსის მანქურთები ანუ იუბკიანი ბოკერიები სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, რათა ერთიანული ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ძალით გაუმკლავდნენ ეროვნულ-პატრიოტულ ძალის აღორძინებას! ქართველთა მარშის ორგანიზატორებს!


-25 წლის განმავლობაში ანგრევდა ფონდი ღია საზოგადოება, ბოკერიები, რამიშვილები, თუთბერიძეები ყველაფერს. რაც ქართული ეროვნული იდენტობის დამახასიათებელი იყო! მათ წინ აღუდგნენ ეკლესიებს, ქართულ ენას, რუს ოკუპანტებს ქართული მიწა ჩააბარეს! ეწინააღმდეგებოდნენ, მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას, მხარს უჭერდნენ ერთსქესიან ქორწინებას! იდიოლოგიურად გამოფიტა მათ პროპაგანდისტულმა მანქანამ რ2-მა მოსახლეობა, მათ თაობა გაზარდეს თავიანთ ლიბერასტულ-ლგბტეშნიკურ ყაიდაზე... მათთვის ოჯახი, დედა, მეუღლე შვილი, მამა-პაპა არაფერ ღირსეულს და სათაყვანებელს არ წარმოადგენს! მათთვის ძია სოროსი თავის მწვანე ქაღალდით გაცილებით მისაღებია, ვიდრე ღირსება და ქართველობა!!!


- ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს ნიკიტა ხრუშოვის აზრების გამავრცელებელი ცდილობს საქართველო ქართველების გარეშე დატოვოს! რასაც ვერ ეღირსებით! არ იქნება ლადო, იქნება სანდრო, არ იქნება სანდრო, იქნება გია, იქნება გიორგი, იქნება კოკა, იქნება რამაზი და მანამ სანამ ერთ ქართველს გული უძგერს და ძარღვში გენი ქართული სდის, ვერ მიაღწევთ საწადელს, თქვე ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძეს შთამომავლობავ!!! ქართულ ეროვნულ საქართველოს გაუმარჯოს!!! საქართველოს გლობალისტი სოროსის ნაშიერების გარეშე!


- ბრძოლა გინდათ? დაე ეგრე იყოს! სამშობლო ერთია!

“ბრძოლა გინდათ? დაე ეგრე იყოს! სამშობლო ერთია!“ - ლადო სადღობელაშვილი



- რა მოუტანა ფონდმა ღია საზოგადოებამ საქართველოს?! სოდომი, გარყვნილობა, მწვანე ქაღალდის მიმართ კერპთაყვანისმცემლობა, დავიწყებას მიექცა ტრადიციები, სარწმუნეობა, დავიწყებას მიეცა ისტორია, საუკუნოვანი მტრები მოძმეებად ცხადდებიან!


- დიდი ბრძოლის დროა! ან ბოკერია-რამიშვილი ან საქართველო და ქართველები! ეს არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის - საქართველოს გადარჩენისთვის!


P.S. საერთოდ არ მესმის ეს სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი რაზე გველაპარაკება!!! ბავშვობიდან უარყოფითად ვიყავი განწყობილი ბოკერია-რამიშვილის თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ, სამეგობროში სულ მათ უარყოფით გავლენაზე გვქონდა საუბარი!!! დადგა დღე, სადაც შავს თეთრი დაამარცხებს, სადაც ნათელი მოეფინება ბნელს! სადაც ბოროტს სძლევს კეთილი! სადაც უფლის სახელი იზეიმებს!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.




წყარო: sazogadoeba.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions