ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით,რომელიც 24 ნოემბერს "აღმოსავლური პარტნიორობის" ფარგლებში გაიმართება, ამ თემასთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა ბრიფინგი გამართა. ცნობისთის, "აღმოსავლური პარტნიორობა" ევროსაბჭოს პროექტია და ითვალისწინებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს მონაწილეობას და საერთოდ ევროინტეგრაციას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად, საქართველოსთვის დღეისათვის უმთავრესი მიზანია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ამისათვის რუსეთს უნდა ელაპარაკოს,რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მხოლოდ რუსეთთან პირდაპირი დიალოგით შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, და მესამე მხარის ჩარევა, დასავლეთის სახით მხოლოდ გაართულებს ვითარებას.
ექსპერტმა ასევე ისაუბრა ზაფხულში ნატოს ეგიდით საქართველოში სამხედრო წვრთნების "ღირსეული პარტნიორი 2017"-თან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ მსგავსი წვრთნები უარყოფითად მოქმედებს ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების პროცესზე.