Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"2-მა მილიონმა საქართველოს მოქალაქემ აირჩია ნეიტრალიტეტი" - ლაშა ლომიძე (ვიდეო)

"2-მა მილიონმა საქართველოს მოქალაქემ აირჩია ნეიტრალიტეტი" - ლაშა ლომიძე (ვიდეო)


პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ხნის ეროვნული ფრონტი“-ს თანათავმჯდომარემ ლაშა ლომიძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ბრიფინგის დროს ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და როგორც საზოგადოებას,ასევე საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა,რომ „საქართველოს ეროვნული ფრონტის“ ორგანიზებით და რამდენიმე ათეული ორგანიზაციის მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მაშტაბით მოხდა 2 მილიონი ხელმოწერის შეგროვება,რომლის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მხარი დაუჭირა საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო ნეიტრალიტეტს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ 2 მილიონი ხელმოწერით უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი,რომლის მიხედვითაც საქართველო უნდა გამოცხადდეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ განსაკუთრებული სტატუსით, უნდა შეიცვალოს მმართელობის სისტემა, საქართველოს ქონება უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს და არა კერძო ინვესტორებს. ხოლო ყველა არჩევნები საპარლამენტო იქნება ეს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არის ფარსი, რადგან ყველამ კარგად ვიცით,რომ დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების კურსს და არჩევნების ბედი არჩევნებამდე უკვე გადაწყვეტილია, ხალხი კი მხოლოდ ფორმალურად მიიღებს მონაწილეობას ე.წ. „არჩევნებში“ ანუ ხელისუფლება თავად ირჩევს თავის კანდიდატებს და მოსახლეობა ისევ მოტყუებულია." - განაცხადა ლაშა ლომიძემ.

ლაშა ლომიძემ ასევე გააკრიტიკა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლური პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს მონაწილეობა და აღიშნა,რომ ზოგადად ევროინტეგრაცია საქართელოსთვის არაფრის მომტანია.ხოლო ზაფხულში NATO-ს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს „ღირსეულ პარტნიორ 2017“-ს აშშ-ს მხრიდან საქართველოს პოლიგონად ქცევის მცდელობა უწოდა.

მიუხედავად იმისა,რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე აირჩია ქვეყნის ნეიტრალური კურსი, საქართელოს ხელისუფლება აგრძელებს ევროინტეგრაციას და ეწინააღმდეგება საკუთარი ამომრჩევლის ნებას. მაგალითად, 24 ნოემბერს ბრიუსელში იგეგმება ე.წ. „აღმოსავლური პარტნიორობის“ მორიგი სამიტი, სადაც საქართველოს მხარეც მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, „აღმოსავლური პარტნიორობა“ არის ევროსაბჭოს პროექტი და მიზნად ისახავს საქართველოს,უკრაინის,ბელორუსიის,აზერბაიჯანის,მოლდოვის და სომხეთის აღნიშნული ქვეყნების ევროინტეგრაციას, რაც საქართელოსთვის არაფრის მომტანია და მაგრამ ე.წ. ევროპელი პარტნიორები გვიქმნიან ილუზიას,რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ჩვენი ქვეყანა განვითარდება.

რეალურად კი საბერძნეთის,იტალიის,ესპანეთის და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ,რომ ევროინტეგრაცია ეკონომიკას ღუპავს. საბერძნეთში უმძიმესი კრიზისია, რაც მისი ევროკავშირში გაწევრიანების შედეგ დაიწყო,რადგან ადგილობრივი წარმოება მოიშალა და ეს სახელმწიფო გადაიქცა მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრად. უარესი მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც, თუ ევროკავშირში გავწევრიანდებით, რადგან ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება, მსხვილი ქარხნების და საწარმოების უმრავლესობა,რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ფუნქციონირებდა დიდიხანია დაიხურა.უცხოელი ინვესტორები კი სულაც არ არიან დაინტერესებული ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებით.

ასევე, ფარსია ვიზალიბერალიზაცია,რომლის მიხედვითაც საქართელოს მოქალაქეს უფლება აქვს ევროპაში, როგორც ტურისტად ჩავიდეს და მუშაობის უფლება კი ეკრძალება,მითუმეტეს ათასობით ქართველი უკანვე გამოაბრუნეს ვითომდა ამ პროგრამით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის გამო.

რაც შეეხება NATO-ს ეგიდით ამ ზაფხულს საქარველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს, იგულისხმება „ღირსეული პარტნიორი 2017“, ეს კიდევ ერთი მცდელობაა,რომ აშშ-მ საქართველო პოლიგონად აქციოს და რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტში ჩაგვითრიოს, რაც კატასტროფის მომტანი იქნება. წინა ხელისუფლების უგუნურ ქმედებებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება მოყვა, და ამ ფაქტით კიდევ უფრო შემცირდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი, ხოლო დღევანდელი ხელისუფლებაც ამ მხრივ იგივე კურსს აგრძელებს, რასაც აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რომ ეროვნული ძალები გავერთიანდეთ და ქართველი ხალხის ნება ავასრულოთ. დღევანდელი ხელისუფლებაც და მოქმედი სისტემაც უნდა შეიცვალოს, ეს აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის.“
- განაცხადა ლაშა ლომიძემ.

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions