პატრიარქი: საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება
- 30.08.2016, 10:51,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარიამობას სადღესასწაულო ქადაგება აღავლინა.-„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი, ხილული თუ უხილავი ვერაფერს დააკლებს მას. დღეს განსაკუთრებით მფარველობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, იმიტომ რომ ხედავს, რომ ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ განსაცდელის წინაშე, მაგრამ წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა არასოდეს არ ტოვებს საქართველოს და ყოველ ჩვენთაგანს.
საქართველო გაძლიერდება, საქართველო გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება“-ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებულ ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტ პავლეს, რომელმაც ჩამოიტანა დიდი სულიერი მამის, ღირსი მამის გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно