Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"ნუ გავაფერმკრთალებთ ჩვენში ქრისტიანის ნიშნებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

"ნუ გავაფერმკრთალებთ ჩვენში ქრისტიანის ნიშნებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

"ნუ გავაფერმკრთალებთ ჩვენში ქრისტიანის ნიშნებს

არც შენდობის თხოვნა უნდა იყოს ფორმალური და არც შენდობის მიცემა.

თუ შენდობას ითხოვს ადამიანი და საქმით არაფერს იმოქმედებს - ეს ფორმალური საქციელია და სიღრმისეულად არაფერს ცვლის მის სულში. ხოლო თუ საქმითაც შეუძლია აჩვენოს, რომ აზრი შეიცვალა, ქრისტიანობაც იმაშია - შეუნდოთ და მივიღოთ მონანული.

მეორეს მხრივ, თუ ჩვენ მხოლოდ ისეთ რამეზე ვიძლევით შენდობას, რომელიც მაიცდამაინც არც გვაწუხებდა, ხოლო მტკივნეულ საქციელს ვერ შევუნდობთ, ესეც ფორმალობაა და არც აქ არის სიღრმისეული ქრისტიანობა.

ასე რომ მონანულებმა საქმით დავამტკიცოთ ჩვენი სინანული, ხოლო სხვებმა გულით შევუნდოთ მოყენებული ტკივილი.

ძალიან გულსატკენია ყველა მოვლენა, რაც ჩვენი მოქალაქეებისაგან მომხდარა მორწმუნეთა შეურაცხყოფით, სიტყვით თუ საქმით. უეჭველია, რომ მიზანმიმართულად და "მოყვასის" გულის სატკენად გაკეთდა ყველაფერი ის რაც ბოლო პერიოდში შფოთს იწვევს ხალხში.

ცინიზმია, რომ ასეთი გულგრილობა სხვისი ტკივილისადმი, კაცთმოძულეობა ბოლო დროს იშვიათი არაა მათგან, ვინც ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობს ყველაზე მეტს. ეს ადამიანები რასაც ქადაგებენ სიტყვით, ფეხქვეშ იმასვე თელავენ საქმით.

მინდა პირველ რიგში მივმართო მორწმუნე საზოგადოების იმ ნაწილს ვისთანაც პირადი ურთიერთობა გამაჩნია, არ დაგვემართოს მსგავსი რამ ჩვენც და ვიცავთ რა ქრისტიანობას სოციალურ ქსელში თუ ცოცხალ ურთიერთობაში, ჩვენი უხამსი გამონათქვამები არ იქცეს ქრისტიანობისვე ფეხქვეშ გათელვად.

ქრისტიანობის და ეკლესიის მოძულეებს დავუთმოთ საკუთარი თანამოქალაქეების, მეზობლების, ნათესავების და წინაპრების სალანძღავი ენა, ნუ მივბაძავთ ამაში. სიძულვილს თავისი ნაყოფი აქვს, სიყვარულს თავისი და რასაც დავთესავთ იმასვე მოვიმკით.

მორწმუნე ბრძოლის იარაღითაც უნდა განსხვავდებოდეს ყველასაგან. ამიტომ ყოველი ჩვენგან გამოთქმული უხამსობა, ბოროტისათვის დიდი წარმატებაა, რადგანაც ამით მიღწეულია მისი მიზანი, ჩვენში დაიკარგა, ან გაფერმკრთალდა ქრისტეს ნიშნები და ღვთისაგან განშორებულნი მარტონი ვრჩებით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად.

ვიყოთ კორექტულნი და კაცთმოყვარეობით დავიმკვიდროთ უფალი ჩვენს გულებში და მისი თანადგომითვე დაიძლევა ყოველი კაცთმოძულეობა.

ბედნიერ აღდგომას დაგასწროთ უფალმა!"скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions