Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ნინო ბურჯანაძე: „უბლოკო სტატუსს შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართულ“ ურთიერთობებში!

ნინო ბურჯანაძე: „უბლოკო სტატუსს შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართულ“ ურთიერთობებში!

დღეს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საგარეო პოლიტიკა. მე არა ერთგზის მითქვამს: იმისათვისთის, რომ ქვეყნის პრობლემები მოგვარდეს, უმნიშვნელოვანესია ქვეყანამ წარმართოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ჩემმა გუშინდელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ სიტყვების სისწორეში“
- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ძალიან კარგად ესმით ის პრობლემები, რომლებიც არის რუსულ-ქართულ ურთიერთოებში.

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან, ნარიშკინთან შეხვედრიას მე კიდევ ერთხელ დავინახე მზაობა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს ორივე სახელმწიფოს ინტერpესების სასარგებლოდ. მოგვარდეს ისე, რომ წარიმართოს თანასწორი დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის. ბატონი ნარიშკინი, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს თავმჯდომარე და ის მომავალი არჩევნების შემდეგაც, რომელიც ჩატარდება რუსეთში სექტემბერში კვლავ იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, არის ადამიანი, რომელიც შედის გადაწყვეტილების მიმღებთა ადამიანთა სამეულში. ის გახლავთ ძალიან გავლენინანი ადამიანი და რაც ყველაზე მნიშვნელობანია, არის ადამიანი, რომელსაც ესმის რამდენად მნიშვნელოანიასაქართველო რუსეთისათვის და რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას,რეგიონს, მსოფლიოში მიმდინარე პრობლემებს. ასევე ბუნებრივია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

„მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმ პრობლემებს , რომლებიც ნამდვილად ძალიან მწვავეა ამ ურთიერთობებში, ცხადია ვისაუბრეთ უბლოკო სტატუსზეც. ძალიან დიდი ინტერესეი გამოიწვია ამ ინიციატივამ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. რომ მცოდნოდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლის აზრი უბლოკო სტატუსთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა საქართველოში ცდილობენ ათასნაირი სპეკულაციები წამოწიონ ამ თემასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იდეა ნამდვილად საინტერესეო სიახლე იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის. ისინი ბუნებრივია დაინტერესედნენ და დამეთანხმნენ იმაში,რომ აღნიშნულ საკითხს ნამდვილად შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართული მოლაპარაკებების თვალსაზრისით“
-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო:
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions