Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"ეკლესია დაუმარცხებელია" - მამა დავით ქვლივიძე

"ეკლესია დაუმარცხებელია" - მამა დავით ქვლივიძე


მსოფლიოში მიმდინარე ჰიბრიდულ-საინფორმაციო ომის ფონზე, საქართელოსა და ქართველი ხალხის, ასევე მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელი ერების წინააღმდეგ მიდის ტოტალური შეტევა და დამორჩილების მცდელობა. ვის ჭირდება ეს? მათ ვინც ვერ ახერხებენ სრულ კონტროლს იმ ქვეყნებზე, სადაც ტრადციული ფასეულობები და უფლისადმი რწმენა, მართლმადიდებლობა მედგრად იცავს ერისა და ქვეყნის ღირსებას.

კონკრეტულად ვინ ებრძვის მართლმადიდებლობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციულ ფასეულობებს? აშკარაა, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები, საბანკო მაგნატები და ა.შ. რომლებიც ე.წ. "დასავლური ფასეულობებით' შენიღბულ ნორმალური საზოგადოებისთვის მიუღებელ "ლგბტ" გარყვნილების დანერგვას ცდილობენ და ყველასთვის ცხადია, რომ გარყვნილება საზოგადოების დეგრადაციაა, რაც ჭირდებათ ბანკირებსა და მონოპოლისტებს უფრო მეტი ძალაუფლებისა და კონტროლის მოსაპოვებლად. ეს კონსპიროლოგია არ არის, არამედ აშკარა ფაქტებია, რომლის გამოც უამრავი პრობლემა იქმნება. "ლგბტ" ლობისტები სახელმწიფო სტრუქტურებში არიან, აფინანსებენ და მხარს უჭერენ "პრაიდებს", რის გამოც 2019 წელს დესტაბილიზაციის რისკები იყო საქართველოში.

ასევე, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იგივე მონოპოლისტები ცდილობენ საქართველო გადააქციონ სამხედრო პოლიგონად და ამის გამო ატარებენ სამხედრო წვრთნებს "ნატოს" ეგიდით. რა საჭიროა ჩვენთან სამხედრო წვრთნები უცხო ქვეყნების მონაწილეობით? სხვისი ინტერესების დაკვეთით ომისთვის ვემზადებით? არა და მათი მიზანი ერთია - ცეცხლითა და მახვილით, კონფლიქტებისა და ომების ორგანიზებით, საზოგადოების დეგრადაციითა და რწმენის შერყევით, ცდილობენ დაიმორჩილონ ქართველი ერი და საქართელო.

ამ საკითხთან დაკავშირებით სერბეთის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა მამა დავით ქვლივიძის ინტერვიუ. სადაც იგი მართლმადიდებლებს მიმართავს, რომ გაერთიანდნენ, რათა გადაარჩინონ საქართველო, სერბეთი და სხვა ქრისტიანული ქვეყნები სოდომისა და გომორასაგან. მამა დავითი ამბობს, რომ ახლა რეალური ინფორმაციული ომი მიმდინარეობს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესიის თავდასხმები უკავშირდება არაერთი დასავლურ-ევროპულ ორგანიზაციებს, რომელებიც ითხოვენ, რომ ქართლებმა უარყონ ოჯახის უძველესი ტრადიციები. კერძოდ, ეკლესიის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართელოში ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების აღლუმებს არ დაშვებს, რის გამოც "ლგბტ" აქტივისტებმა ეკლესია დაადანაშაულეს ადამიანის უფლებების დარღვევაში. მამა დავითის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ანადგურებენ მთელ ერებსა და სახელმწიფოებს, მუშაობენ ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დისკრედიტაციისთვის.

მამა დავითის თქმით, საქართველოდან მორწმენეები თვალყურს ადევნილებდნენ, იმას რაც ხდებოდა ჩერნოგირიაში, როდესაც იდევნებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები. ჩერნოგორიის ყოფილი ხელისუფლების არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო, რომელიც აშშ-სა და დასავლეთ ევროპაზე იყო ორიენტირებული, ამ ძალების დამარცხებით დამთავრდა ბოლო არჩევნებში. მისი თქმით, იგივე ბედი ელის პოლიტიკოსებს, რომლებიც თავს ესხმიან მართლმადიდებლურ ეკლესიას მთელ მსოფლიოში. იქნება ეს საქართველოში, სადაც ოქტომბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ან სხვა ქვეყანაში. მამაომ მოუწოდა მართლმადიდებლებს, ხმა არ მისცენ მათ, ვინც ანტიქრისტეს ემსახურებიან, არამედ აირჩიონ ადამიანები, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებს იცავენ. მან ჩერნოგორიის პატრიოტებს ბოლო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions