Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"სააკაშვილს უკვე თავისიანები ებრძვიან, რადგან უფლის წინააღმდეგ წავიდა" - მამა დავით ქვლივიძე

"სააკაშვილს უკვე თავისიანები ებრძვიან, რადგან უფლის წინააღმდეგ წავიდა" - მამა დავით ქვლივიძე


სერბულ ტერეარხთან საუბარში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებმა მამა დავით ქვლივიძემ და მამა დავით შალამბერიძემ ოჯახის სიწმინდეზე და ეკლესიური ცხოვრების წესზე ისაუბრეს. ასევე, გლობალური საფრთხეები შეაფასეს, იმ ფაქტებს გაუსვეს ხაზი თუ როგორ ებრძვიან მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვადასხვა ულტრა-ლიბერალური ორგანიზაციები.

ქართველმა სასულიერო პირებმა, მამა დავით შალამბერიძემ და მამა დავით ქვლივიძემ მხარდამჭერი სიტყვით მიმართეს სერბეთის ოჯახის საბჭოს წევრებს. მათი აზრით, ჩერნოგორიაში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მართლმადიდებლურ ქვეყნებში ხალხი სულ უფრო ხშირად ირჩევს ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ოჯახის ღირებულებებს და არა დასავლეთ ევროპის სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც ოჯახში მამისა და დედის როლი ბუნდოვანია. ამასთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა გაიხსენეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ცხოვრება, რომელიც ერთ დროს თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, უფლისა და ერის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც ყველაფერი დაკარგა და მსოფლიოს არც ერთ ქვაყანაში აღარ უშვებენ. როგორც ძებნილი იგი იძულებულია საქართველოს ხელისუფლებას დაემალოს და ირბინოს სხვადასხვა ქვეყნებში, სახურავებზე. სააკაშვილს ფულიც ჰქონდა და ძალაც, მაგრამ როგორც კი ელსეიის წინააღმდეგ წავიდა, ყველაფერი დაკარგა და ეხლა თავისიანებიც კი ებრძვიან.

მნიშვნელოვანია სააკაშვილის მაგალითის გათვალისწინება ამჟამინდელი პოლიტიკოსებისთვის, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში, საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნების კონტექსტში. თუ ქართველები და სხვა ქვეყნების ხალხები აირჩევენ ღირსეულ ადამიანებს, მაშინ ქვეყანა კარგად იცხოვრებს. მეფე ან პრეზიდენტი უნდა იყოს სუფთა. მამაოები ასევე მოუწოდებენ სერბეთსა და საქართველოში მართლმადიდებელი ქრისტიანების ძალისხმევის გაერთიანებისაკენ, ტრადიციული ფასეულობების დასაცავად და ღვთის წინააღმდეგ აჯანყებული პოლიტიკური ძალების მოსაგერიებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ეს ძალები გაანადგურებს ოჯახის ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში.




წყარო: srbin.infoскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions