Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"როდემდე უნდა ვიყოთ ვიღაცის კოლონია და როდემდე უნდა გვიკარნახონ გარედან, როგორი სახელმწიფო ავაშენოთ"- მამა დავით (ქვლივიძე)

"როდემდე უნდა ვიყოთ ვიღაცის კოლონია და როდემდე უნდა გვიკარნახონ გარედან, როგორი სახელმწიფო ავაშენოთ"- მამა დავით (ქვლივიძე)

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 300 ათასამდე მოქალაქის ნება არაფრად ჩააგდო და ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას ცივი უარი სტკიცა. ამის შესახებ მან ფართო საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე ამცნო და იქვე უარის მიზეზებიც განმარტა. მარგველაშვილის თქმით, რეფერენდუმის კანონში გარკვევით წერია, რომ ნებისმიერ საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, ხოლო იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფო ტერიტორიების ერთ-მესამედს ვერ აკონტროლებს, მსგავსი გამოკითხვა “დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს”. მეორე არგუმენტი, რომლითაც მან უარი “დაასაბუთა”, იყო ის, რომ თურმე დღეს ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს. მეტიც, მისი განმარტებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შეკითხვა არ ექვემდებარება რეფერენდუმს, რადგან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. მარტივად რომ ვთქვათ, პრეზიდენტმა 300 ათასამდე მოქალაქის ნებას 120 “ლიბერასტის” გულის მოგება ამჯობინა. ალბათ, ჩათვალა, რომ ამით ქართულ “დემოკრატიას” საფრთხე ააცილა და “ბნელ წარსულში” დაბრუნებისგან იხსნა... რეალურია მთავარსარდლის ზემოაღნიშნული არგუმენტები? რა ძალების ზემოქმედებით იყო ნაკარნახევი მისი გადაწყვეტილება და როგორ აისახება ეს საზოგადოების განწყობაზე? _
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ქვლივიძე):



_ მამაო დავით, მცირე ხნის წინათ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უარი განაცხადა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე და თავისი არგუმენტებიც მოიყვანა. რა იყო ამ უარის რეალური მიზეზი?

_ ადამიანისგან, რომელიც ამბობს, რომ მდიდარი სექსუალური გამოცდილება აქვს და ამაყობს ამით, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენ მხოლოდ ის უნდა გვიკვირდეს, როგორ გახდა ეს კაცი პრეზიდენტი.

რაც შეეხება რეალურ მიზეზებს, აქ ყველაფერი ნათელია: ის არის მძევალი გარკვეული გარე ძალებისა, რომლებსაც უნდათ ქვეყნის გარყვნა...

არგუმენტები ახსენეთ და მისი არგუმენტი, რომ თურმე რეფერენდუმის ჩატარება იმიტომ არ შეიძლება, რომ ტერიტორიების ერთ მესამედს ვერ ვაკონტროლებთ, აბსურდია. მაშინ ვსვამ შეკითხვას: სააკაშვილის პერიოდში არჩევნების პარალელურად რეფერენდუმი რომ ჩატარდა, გვინდა თუ არა ნატოო, და 65 პროცენტმა დადებითი პასუხი რომ გასცა, ის რეფერენდუმი ლეგიტიმური იყო?! ეს ყველაფერი რას ჰგავს, იცით? _ პატარა ბავშვს ტყუილში რომ გამოიჭერენ და ის კი რაღაც სისულელეებს რომ იგონებს თავის დასაძვრენად. მარგველაშვილის არგუმენტებში ლოგიკა არ არის _ მაშინ, საერთოდ, არჩევნები არ უნდა ჩავატაროთ, არც პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, არც _ პარლამენტი და... ეს ნორმალური იქნება?!

_ მარგველაშვილის პოზიციის მომხრე “ლიბერალთა” ნაწილი ამბობს, რომ დღეს მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთის ინტერესებშია...

_ რუსეთის ინტერესებში რატომ უნდა იყოს, რა ლოგიკაა ამაში? ოფიციალურ მოსკოვს ამ საკითხზე თავის პოლიტიკა გაცხადებული აქვს და პუტინმა გასაგებად თქვა, რომ ის ამ გარყვნილების პროპაგანდას არ დაუშვებს. მორჩა, ეს არის მათი პოზიცია და მართებულადაც მოიქცნენ.

რაც შეეხება “ლიბერალების” სხვა არგუმენტებს, რომ თურმე რეფერენდუმის ჩატარება ხელს შეუშლიდა ჩვენს ევროინტეგრაციას, ვისაც არ ახსოვს, გავახსენებ, რომ მცირე ხნის წინათ დაახლოებით მსგავსი რეფერენდუმი ჩატარდა ხორვატიაში და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წინააღმდეგი წავიდა ე.წ. ერთნაირსქესიანთა ქორწინების. მერე, სხვათა შორის, ამ საკითხზე რეფერენდუმი ირლანდიაშიც ჩატარდა და იქ სხვა შედეგი მიიღეს. ახლა ვინმე მეტყვის, რომ ჩვენ ირლანდიასა და ხორვატიაზე უფრო ევროპული ქვეყანა ვართ?.. მარგველაშვილი ყველა სიტყვას, ყველა ფრაზას ტყუილს ამბობს და ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება მატყუარა იყოს?! ან რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როცა ქვეყნის პირველი პირი 300 ათასი მოქალაქის მოთხოვნას არაფრად აგდებს 120 კაცის სურვილის გამო. ეს არის დიქტატურა, ეს არის უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე.

_ თქვით, პრეზიდენტი გარე ძალების მძევალიაო. რომელ ძალებს გულისხმობთ _ ამერიკის პოლიტელიტას?

_ რასაკვირველია. ისინი დაუფარავად აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ე. წ. სექსუალური უმცირესობების უფლებები მსოფლიოში ჯეროვნად იყოს დაცული, ანუ ეს არის მათი გაცხადებული პოლიტიკა და ამაში მილიონებს ხარჯავენ, თუმცა აქ ჩნდება მეორე შეკითხვაც _ გვინდა ეს? როდემდე უნდა ვიყოთ ვიღაცის კოლონია და როდემდე უნდა გვიკარნახონ გარედან, როგორი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ?!

_ რეფერენდუმზე უარის თქმა ხელისუფლების რეიტინგს მნიშვნელოვნად შეამცირებს?

_ არათუ შეამცირებს, ამ პოლიტიკით ესენი ძირს ითხრიან. ვფიქრობ, რომ დამთავრებულია ერთპოლუსიანი მმართველობა საქართველოში, ეს აღარ გაგრძელდება.

დავუბრუნდეთ ისევ იმ გარე ძალებს. ხომ გვკარნახობენ ჩვენი ამერიკელი “პარტნიორები”, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას უფლებები დაცული უნდა იყოსო, თვითონ ამერიკაში რამდენიმე შტატი კატეგორიულად არ იღებს ამ ე.წ. ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. როგორ ფიქრობთ, ეს შტატები უფრო დემოკრატიულია თუ საქართველო, სად უფრო თავისუფლები არიან ადამიანები?! მათ ხმას ვერ სცემენ, არათუ დირექტივებს აძლევენ, ჩვენ კი თითის ქნევით გველაპარაკებიან...

_ ჩვენც უსიტყვოდ ვასრულებთ ყველაფერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წერტილი დაესმება ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას.

_ თანამედროვე დასავლური ღირებულებები რა სიკეთის მომტანიც არის, ევროკავშირის მაგალითზე ვხედავთ. იშლება უკვე ეს გაერთიანება. ზუსტად ასე დაემართა თავის დროზე რომის იმპერიას, ბიზანტიას, ქსერქსეს სპარსეთს და ა.შ. _ ყველაზე დიდი იმპერიები კაცობრიობის ისტორიაში გარყვნილებამ დაანგრია. ახლა რუსეთი ავიღოთ. პუტინმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს გარყვნილების პროპაგანდას, რადგან მისი ქვეყანა დგას მართლმადიდებლურ ფესვებზე. ამის შემდეგ მან სირიაც მოიგო, საქართველოც, უკრაინაც და, ნატოს წევრი თურქეთი რა დღეშია, კარგად ხედავთ.

რაც შეეხება დირექტივებსა და დემოკრატიას, საერთოდ, ამერიკას ორი სახის დემოკრატია აქვს: ერთი, რომლითაც შიგნით, მისსავე საზოგადოებაში ხელმძღვანელობს; და მეორე, რომელსაც თავს ახვევს დანაჩენ მსოფლიოს. ჩვენ მიმართ მოცემულობა ასეთია: მარგველაშვილი რომ იტყვის, ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება მქონდაო, ამას დემოკრატიას ეძახიან, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტს საყვარლის ყოლას რომ დაუმტკიცებენ, იმპიჩმენტის საკითხი დგება.

_ ბილ კლინტონის სკანდალს გულისხმობთ?

_ დიახ. ან იმავე დევიდ პეტრეუსის შემთხვევა გაიხსენეთ, რამხელა სკანდალი ატყდა და რა ამბები დატრიალდა. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ დევიდ პეტრეუსი იყო ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი, შემდეგ _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი. ამ ადამიანს იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, “დევიდ კინგი”, ანუ დევიდ მეფე შეარქვეს. მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩამოგდება და მთელი ის ამბები, რომლებიც მაშინ ერაყში განხორციელდა. მოკლედ, ძალიან დიდი გავლენის მქონე სამხედრო იყო და აი, რა გახდა ბოლოს მისი სამხედრო კარიერის დასრულების მიზეზი _ გაირკვა, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტთან, რომელიც ერაყშიც ახლდა და დროს ატარებდა მასთან.

_ როგორც მახსოვს, მაშინ თავისუფლების აღკვეთაზეც იყო საუბარი.

_ რასაკვირველია. ფედერალურმა ბიურომ მაშინვე გამოძიება დაიწყო გამოძიება, ჰქონდა თუ არა იმ ჟურნალისტს პეტრეუსის ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის საშუალება. ეს ყველაფერი გაკეთდა სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ამ სკანდალს გადაჰყვა კიდეც პეტრეუსის კარიერა.

ახლა საქართველოს პრეზიდენტი ავიღოთ. კაცი ამბობს, ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება მქონდაო. არადა, მის ხელშია ჯარი, მან უნდა გასცეს შეტევაზე გადასვლის ბრძანება და, საზოგადოდ, ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი. ჩემი აზრით, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, მხოლოდ ამ ერთი განცხადების გამო უნდა დამდგარიყო მარგველაშვილის იმპიჩმენტის საკითხი. ამის შემდეგ მას არ ჰქონდა არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, პრეზიდენტის პოსტზე ყოფილიყო. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, გამოძიება, რასაკვირველია, აქტიურად უნდა დაინტერესებულიყო, კონკრეტულად რა წარსული ჰქონდა ამ ადამიანს და რას გულისხმობდა მდიდარ სექსუალურ ცხოვრებაში...

_ ამაზე გამოძიება რომ დაიწყოს, ჩვენი ე.წ. ნეოლიბერალები ერთხმად აკაკანდებიან _ ადამიანის პირად ცხოვრებას ხელყოფენო.

_ პირადი ცხოვრებაა, როცა საუბარია ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე, მაგრამ, როცა კაცი ოჯახის გარეთ იწყებს ცხოვრებას და სხვებთან ამყარებს ურთიერთობას, ეს პირადი ცხოვრება აღარ არის, ეს საზოგადო ცხოვრებაა. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას საყვარელი ჰყავს, ვიღაც ცოლს ღალატობს, ვიღაც _ ქმარს, ასეთი კადრები კი არ უნდა დამალო, უნდა გამოააშკარავო. მათ ქვეყნის მართვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობები არ უნდა ეკავოთ და გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდნენ...

_ დავუბრუნდეთ ისევ რეფერენდუმის საკითხს. როგორ ფიქრობთ, ამ რეფერენდუმის არდანიშვნა საზოგადოებაში პოლიტიკურ ნიჰილიზმს გაამძაფრებს და ხალხი აღარ მივა არჩევნებზე თუ პირიქით _კიდევ უფრო მეტი ამომრჩეველი მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას?

_ ის 250 ათასი კაცი, რომლებმაც ხელი მოაწერეს რეფერენდუმის მოთხოვნას, განსაკუთრებული შემართებით უნდა წავიდეს არჩევნებზე და პირდაპირ თქვას, რომ ისეთი აზროვნების ხალხი, როგორიც ჩვენი მთავარსარდალია, ქვეყანას აღარ სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ, საღად მოაზროვნე თითოეულმა მოქალაქემ, უნდა მისცეს ხმა ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ტრადიციული, ეროვნული და ზნეობრივი საფუძვლების დამცველები. აი, მხოლოდ ამ ერთიანობით და ერთმანეთის მხარში ამოდგომით შევძლებთ გამარჯვებას; პრეზიდენტმა და მისმა თანამოაზრეებმა კიდევ აფრიალონ ცისარტყელას დროშები და ვნახოთ, რამდენი კაცი აირჩევს მათ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions