18 ივნისს, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციაზე, აქციის ორგანიზატორებმა, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა
რამაზ გაგნიძემ, ვასილ გოგალაძემ და ზაზა დავითაიამ, ასევე მიტინგის მონაწილეებმა, დაგმეს ზელენსკის უკრაინის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა.
„მეორე ფრონტი არ იქნება!“ - ეს იყო აქციის მთავარი ლოზუნგი და ამ სულისკვეთებით მხარდაჭერა გამოხატეს პრემიერმინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო კურსის მიმართ.
„გაიტანეთ უკრაინა!“ - ეწერა კიდევ ერთ პლაკატზე,
„გაიტანეთ გრენლანდიის“ ანალოგიით. მართლაც, მომაბეზრებელი გახდა საქართველოს ქალაქების ქუჩებში გამოფენილი უკრაინული დროშები და ყეყეჩური წარწერები „დიდება უკრაინას“.
თავად ზელენსკი, ისევე როგორც მისი ახლო წრე, თბილისის აქციაზე მწვავე კრიტიკის და დაცინვის ობიექტი გახდა. „ორი ქინძი“ - ეწერა ჰალსუხტის ღეჭვით გართული სააკაშვილისა და ზელენსკის ერთ-ერთი კლოუნადის ამსახველი სურათების ქვეშ. ასევე იყო პლაკატი,
„წადით თქვენი!“, ზელენსკის გარემოცვის არახამიას, დანილოვის და სხვათა მისამართით. ასევე იყო კრიტიკა ამერიკის ორპირი პოლიტიკის მიმართ, გაფრთხილებაც, რომ თურქეთის გავლენა საქართველოში იზრდება.
„არა ნეოოსმანიზმს საქართველოში!“ , „შევაჩეროთ თურქული გავლენა აჭარაში!" - ეწერა ზოგიერთ პლაკატზე. აღინიშნა, რომ დასავლეთი ორმაგ სტანდარტებს ახორციელებს - არ ამჩნევს თურქეთის ექსპანსიას იმავე სირიაში მაშინ, როდესაც მთელი ხმით გაჰყვირის უკრაინაში „რუსეთის შეჭრაზე“. აქციის ცალკეულ მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები უკრაინის მხრიდან 8 წლის განმავლობაში დაცხრილული დონბასის ქალაქების მსხვერპლთა ფოტოსურათებით.
„8 წლის მანძილზე მათ არავინ იმჩნევდა“ - ქართულ და ინგლისურ ენებზე იყო წარწერა.
ათონელის ქუჩაზე გამართული აქციის მონაწილეებმა დაგმეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ უკრაინის ხელისუფლების უკან მდგარი დასავლური ძალების ჩარევის პოლიტიკა. გადახაზულ იქნა ევროპარლამენტარებისა და აშშ ლობისტების პორტრეტები, რომლებიც საქართველოს და მის მთავრობას კრიჭაში უდგანან, ამართლებენ სააკაშვილის რეჟიმს და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ.
პოლიციის გააქტიურება გამოიწვია აქციის მონაწილის, 26 მაისის მიტინგის დაზარალებულის,
მიხეილ აფციაურის პლაკატმა, რომელზეც კიევის გეი-პარადი, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის გეი-კლიპის და მისი მრჩევლის, არესტოვიჩის ქალური ჩაცმულობის ფოტოები იყო გადახაზული “Z“ სიმბოლოთი. ამ პლაკატის გამო მიხეილ აფციაური ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქციის ორგანიზატორებმა მთავარს მაინც მიაღწიეს - უკრაინის ფეტიში დაიმსხვრა, უკრაინის კრიტიკა ღია სივრცეში აღარ არის ტაბუიზირებული. საქართველოს მთავრობას აქვს შანსი, გამოიყენოს ეს განწყობები და განამტკიცოს თავისი სუვერენული კურსი
скачать dle 11.0фильмы бесплатно