Coloring Pages Reddit Video Downloader
 

უკანასკნელი ფულით დადგმული შოუ

უკანასკნელი ფულით დადგმული შოუ


უკრაინის მზადება „ყირიმის პლატფორმის“ სამიტისთვის დასასრულს უახლოვდება, მოვლენა, რომელიც უკვე გახლდათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "სავიზიტო ბარათი" მის დაწყებამდეც კი. მისი აზრით, ეს ფორმატი უნდა გახდეს ახალი მოლაპარაკებათა პლატფორმა ნახევარკუნძულის კიევის დაქვემდებარებაში დაბრუნებისთვის და ის ასევე უნდა გახდეს მოსკოვზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი.

ასე რომ, 2014 წელს გამართული რეფერენდუმისა და ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთების შემდეგ, უკრაინა აგრძელებს მცდელობას, მიიპყროს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მოსკოვის წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში, ეს იდეა გადაიქცა კონცეფციად, რომლის მიხედვითაც წამყვანი ძალების კოალიცია უნდა მოქმედებდეს, როგორც რუსეთის ანტაგონისტი, რათა კრემლი აიძულოს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მართლაც, დაახლოებით 40 ქვეყანამ დაუჭირა მხარი ამ მოწოდებას. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა მაგალითად ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი (თუმცა ამ უკანასკნელის ინტერესი არც ისე დიდია), 23 აგვისტოს დაგეგმილ სამიტის ფარგლებში გაგზავნიან თავიანთ ლიდერებს. აღნიშნული ქვეყნების უმეტესობა შემოიფარგლება უკრაინაში დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა დელეგაციით. რაც კიევისთვის ეს უკვე აღარ არის კარგი. ელჩებს, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება ხელი მოაწერონ კოლექტიურ რეზოლუციას ყირიმის პლატფორმის შედეგების შესახებ. მაგრამ ასეთ დოკუმენტს არ ექნება რეალური იურიდიული ძალა საერთაშორისო ასპარეზზე.

გამოდის, რომ აღნიშნული ღონისძიება სხვა არაფერია, თუ არა ლამაზი გაფორმება და დეკორაცია, რომლის უკან დგას რეალობა, რომელიც ბატონი ზელენსკისთვის უსიამოვნოა: ბევრი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, ბევრი ხალხის ფული დაიხარჯა (მათ სურდათ საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა, მაგრამ იქ საქმე უფრო რთულადაა), ბევრი რამ დაიგეგმა ... და შედეგად მიიღეს - კიევის პოზიციის მხარდაჭერის დეკლარაცია. ასე ვთქვათ: "... დიახ, სიმართლე თქვენს მხარესაა და ჩვენ მთლიანად თქვენთვის ვართ, მაგრამ ჩვენ არ გადავდგავთ სერიოზულ ნაბიჯებს". კიევს და ბატონ პრეზიდენტს სერიოზული ნაბიჯები სჭირდებათ. მას სჭირდება შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რომ მათ უკრაინას საჯაროდ დაუჭირონ მხარი, დაუპირისპირდნენ მოსკოვს და "აღადგეს სამართლიანობა". აუცილებელია რეგიონში ძალაუფლების გეოპოლიტიკური ბალანსი შეიცვალოს - ეს იყო მიზანი, რომელიც ზელენსკის ოფისის მიერ იყო დასახული და ამას „ყირიმის პლატფორმისგან“ ყველა ელოდა.

ამის ნაცვლად, ვაშინგტონი სამიტზე აგზავნის ტრანსპორტის მინისტრს პიტ ბუტიჯიჩს, ლგბტ „საზოგადოების“ პირდაპირ წარმომადგენელს. ლიბერალი ზელენსკის პოზიციიდან შეიძლება ამაში ცუდი არაფერი იყოს: როგორც ამბობენ, ყველას აქვს საკუთარი არჩევანის უფლება. მაგრამ საქმე სხვა რამეშია, რომ ასეთი დელეგატი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც აპირებდნენ ღონისძიებაზე დასწრებას. განსაკუთრებით თურქეთი. ზელენსკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ერდოღანის მხარდაჭერის მოპოვება. ახლა თურქეთის ლიდერი დიდი ალბათობით არ მივა, რადგან მის სამშობლოში ცუდად გაიგებენ ამას. არსებობს სხვა მწვავე საკითხები თურქეთ-უკრაინის ურთიერთობებში (დეკლარაციული, ფაქტობრივად მინიმალური, კიევის მხარდაჭერა ყირიმელი თათრების მიმართ, ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ასპექტები და სხვა), მაგრამ ფორმალური თვალსაზრისით, ამერიკელი დელეგატის ყოფნა დაგეგმილ ღონისძიებაზე, არის იმის მიზეზი, რომ ანკარა იქ მისვლაზე უარს ამბობს, რაც გასაგები და საფუძვლიანი მიზეზია.

მხოლოდ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ ლიდერს შეუძლია იქონიოს ასეთი ფუფუნება. ან კიდევ სასოწარკვეთილს. როგორც იტყვიან, „გაკვეთა“ გვიჩვენებს...

უკანასკნელი ფულით დადგმული შოუ

P.S. ცნობილია, რომ "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავა, ზელენსკისთან ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოსაწერად. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, და დღევანდელი საქართველოს მთავრობა, იმის ნაცვლად, რომ დაიწყოს დიალოგი მოსკოვთან და გადაჭრას თბილისისათვის სასიცოცხლო პრობლემები, აგრძელებს სიტუაციის დაძაბვას, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს.


სტატიის ავტორი: „საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის“ რედაქტორი, გიორგი ირემაძე.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions