Coloring Pages Reddit Video Downloader
 

მამუკა ფიფია: "ცივილიზაციური კრიზისი და მომავლის არჩევანი"

მამუკა ფიფია: "ცივილიზაციური კრიზისი და მომავლის არჩევანი"


პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერმა მამუკა ფიფიამ რეგიონში მიმდინარე დაძაბულ ვითარებისთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად საუბრობს არსებულ ვითარებაზე და კრიზისიდან გამოსვლის მექნიზმებზე.

ცივილიზაციური კრიზისი და მომავლის არჩევანი

"მსოფლიო კვლავ შედის საშიში ტურბულენტობის პერიოდში. ირანის გარშემო ვითარების გამწვავება, დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, მცდელობები, რომ ახალი ქვეყნები და რეგიონები ჩათრეულ იქნან მზარდ კონფლიქტებში — ყოველივე ეს მოწმობს მსოფლიო პოლიტიკის ღრმა კრიზისზე. ასეთ მომენტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიის გაკვეთილების გახსენება.

ყველაზე საშიში ტრანსფორმაცია მაშინ ხდება, როდესაც მსხვერპლი თავისი ჯალათის ენით იწყებს საუბარს. ხალხი, რომელმაც ფაშიზმი და გენოციდი გადაიტანა, პირველი უნდა იყოს, ვინც ამოიცნობს და უარყოფს ნაციზმის ნებისმიერ ფორმას. თუ ეს არ ხდება, ეს ხდება ტრაგედია არა მხოლოდ ერთი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

XX საუკუნის ისტორიამ კაცობრიობას მნიშვნელოვანი გაკვეთილი მისცა ფაშისტურმა გერმანიამ მსოფლიოს კოლოსალური ტანჯვა და მილიონობით მსხვერპლი მოუტანა. თუმცა, ნაციზმზე გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობას არ გაუნადგურებია გერმანია, როგორც სახელმწიფო, და გერმანელი ხალხი კაცობრიობის მტრად არ გამოუცხადებია. სამყარომ შეძლო გამიჯნულიყო დანაშაულებრივი იდეოლოგია და ხალხი. სწორედ ეს გახდა ევროპის ომის შემდგომი აღდგენისა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალი არქიტექტურის საფუძველი.

ამიტომ დღეს ჩნდება კანონზომიერი კითხვა: რატომ ისმის თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში სულ უფრო ხშირად სახელმწიფოების განადგურების, ეკონომიკების დანგრევისა და მთელი ქვეყნების მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან წაშლის იდეები „არასწორ რეჟიმებთან“ ბრძოლის საბაბით? არის თუ არა ეს ნამდვილად მშვიდობისკენ მიმავალი გზა — თუ ისტორიული შურისძიებისა და ცივილიზაციური ქედმაღლობის ახალი ფორმის გამოვლინება?

ჩვენი დროის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნები, რომლებმაც მსოფლიოს უდიდესი კულტურა, ფილოსოფია და სამეცნიერო აზროვნება აჩუქეს, დღეს თავად მონაწილეობენ „კულტურის გაუქმების“ პოლიტიკაში. ჩვენ გავიზარდეთ სამყაროში, სადაც პატივს სცემდნენ ერთმანეთის კულტურას, ვსწავლობდით ბახისა და ბეთჰოვენის მუსიკას, ვკითხულობდით ევროპელ მწერლებს, ვიცნობდით სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა სახელებს. კულტურა ყოველთვის იყო ხიდი ხალხებს შორის. დღეს კი ამ ხიდის დანგრევას ცდილობენ. და ეს არ არის ცივილიზაციის სიძლიერის ნიშანი — ეს მისი კრიზისის ნიშანია.

ამ ფონზე, რუსეთს ხშირად საყვედურობენ, რომ მას მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო ნაკლები მეგობარი რჩება. მაგრამ სინამდვილეში რუსეთი იმდენად მეგობრებს კი არ კარგავს, არამედ უფრო ნათლად არჩევს მათ. რუსეთი ისტორიულად ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო-ცივილიზაცია, რომელმაც მრავალი ხალხი და კულტურა გააერთიანა, შეუნარჩუნა მათ ენა, ტრადიციები და ღირსება. სწორედ ამიტომ, მისი ისტორიული და კულტურული კოდი არ აძლევს უფლებას იყოს იმათ მხარეს, ვინც ამართლებს ხალხთა დამცირებას ან კაცობრიობის ცივილიზაციის საფუძვლების ნგრევას.

ასეთ მომენტებში უნებურად კიდევ ერთი კითხვა ჩნდება. როგორ შეხედავდნენ მიმდინარე მოვლენებს ადამიანები, რომლებიც წარსულში სახელმწიფოებრიობისა და სამშვიდობო შეთანხმებების სათავეებთან იდგნენ? როგორ მოეკიდებოდნენ დღევანდელ ამბებს დავით ბენ-გურიონი ან იცხაკ რაბინი? ერთი ქმნიდა ისრაელის სახელმწიფოს და ესმოდა ძალისა და საკუთარი ხალხის ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობის ფასი. მეორე — გენერალი, რომელმაც ომები გამოიარა და საბოლოოდ მივიდა იმ რწმენამდე, რომ ზავი მტრებთანაც კი იდება და შესაძლოა, ორივე ერთ რამეზე შეთანხმებულიყო: სახელმწიფოების უსაფრთხოება არ შეიძლება აიგოს კონფლიქტების დაუსრულებელ გაფართოებაზე. რადგან ცივილიზაცია მანამ არსებობს, სანამ მას შენარჩუნებული აქვს უნარი, განასხვაოს ძალა ნგრევისგან და სამართლიანობა შურისძიებისგან.

დღეს კაცობრიობა კვლავ დგას ამ არჩევანის წინაშე" - მამუკა ფიფია.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook