ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიმართა
- 10.03.2026, 20:22,
- მსოფლიო / სლაიდი
- 0
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მიერ დაწყებული კონფლიქტი შესაძლოა რეგიონისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდეს. ირანის ხელისუფლება თავცადვით ღონისძიებებს ატარებს და ცდილობს ნაკლები ზიანი მიაყენოს მეზობელ ქვეყნებს. ასევე, ოფიციალური თეირანი სკეპტიკურად უყურებს აშშ-სთან დიპლომატიური მოლაპარაკებების ეფექტურობას, რადგან ვაშინგტონმა მოლაპარაკებების დროს არაერთხელ მოატყუა, კერძოდ, მოლაპარაკებების მონაწილეების ლიკვიდაცია მოახდინა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიმართავს:„თუ მათ აქვთ სრული უფლება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა თავიანთი ობიექტების დასაცავად, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უფლება გვაქვს, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა საკუთარი თავის და ჩვენი ხალხის დასაცავად. ზუსტად ამას ვაკეთებთ. ეს არ არის ჩვენი ომი. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს ომი თავს გვახვევია.
ჩვენ თავს გვესხმიან და ჩვენ თავს ვიცავთ. მათ არ შეუძლიათ დაგვადანაშაულონ იმაში, რაც მეორე მხარეს ხდება. მათ უნდა დაადანაშაულონ ისინი, ვინც ეს ომი დაიწყო. და მე მჯერა, რომ ირანსა და რეგიონში ნებისმიერი ზიანის პასუხისმგებლობა მათ უნდა დაეკისროთ, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო - შეერთებულ შტატებსა და ისრაელს.“ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა:
„არა მგონია, რომ ამერიკელებთან მოლაპარაკებების ან მათთან დიალოგის განახლების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგება, რადგან აშშ-სთან ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მათთან მოლაპარაკებები გასულ წელს, ივნისში, ვაწარმოეთ და მათ მოლაპარაკებების შუაგულში დაგვესხნენ თავს. წელს კი კვლავ სცადეს ჩვენი დარწმუნება, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მათ დაგვპირდნენ, რომ ჩვენზე თავდასხმას არ აპირებდნენ და სურდათ ირანის ბირთვული საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პოვნა.საბოლოო ჯამში, ჩვენ დავთანხმდით. თუმცა, მოლაპარაკებების სამი რაუნდის შემდეგ - და თავად ამერიკულმა დელეგაციამ თქვა, რომ დიდი პროგრესი იყო მიღწეული - მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენზე თავდასხმა. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ აშშ-სთან ახალი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში ჩვენს დღის წესრიგში იქნება“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно
