ტრამპმა კლინტონს “ისლამური სახელმწიფოს” დამაარსებელი უწოდა
- 10.08.2016, 15:54,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
ტელეარხმა ABC-მ ტრანსლაცია შეწყვიტა
“შეხედეთ ორლანდოს, სან-ბერნარდინოს, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს; ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ უფლება მივეცით “ისლამურ სახელმწიფოს” ეს პოზიცია დაეკავებინა. ეს გააკეთა ჰილარი კლინტონმა. მათ ის უნდა დააჯილდოვონ, როგორც “ისლამური სახელმწიფოს” დამაარსებელიამერიკულმა ტელეარხმა ABC-მ შეწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის გამოსვლის ტრანსლაცია, როდესაც მან ლაპარაკი დაიწყო ექსტრემიზმის აყვავებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის ყოფნისას.
რესპუბლიკელთა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში თავისი მოწინააღმდეგის მოღვაწეობასა და ახლო აღმოსავლეთში ისლამისტების პოზიციების გამყარებას შორის კავშირზე მიუთითა და სწორედ ამ მომენტში შეწყდა ტრანსლაცია.
“შეხედეთ ორლანდოს, სან-ბერნარდინოს, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს; ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ უფლება მივეცით “ისლამურ სახელმწიფოს” ეს პოზიცია დაეკავებინა. ეს გააკეთა ჰილარი კლინტონმა. მათ ის უნდა დააჯილდოვონ, როგორც “ისლამური სახელმწიფოს” დამაარსებელი”, _ ამის თქმა მოასწრო ტრამპმა ტრანსლაციის შეწყვეტამდე.
ეს არ არის ტრამპის პირველი განცხადება ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” შექმნასთან ჰილარი კლინტონის კავშირზე.
უფრო ადრე ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ კლინტონმა “თავისი სულელური პოლიტიკით შექმნა “ისლამური სახელმწიფო” და ამისთვის პასუხი უნდა აგოს”.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно