Coloring Pages Reddit Video Downloader
 

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ


2022 წლის 7 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა "ქართულ-რუსული ფორუმი" . ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თანაპარტნიორია საქართველოში მოქმედი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომელიც განცხადებას ავრცელებს. ასევე, შემოგთავაზებთ ინტერვიუს აღნიშნული ორგანიზაციის წევრთან - გიორგი ირემაძესთან:

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ასპექტები განიხილეს მოსკოვში, ფორუმზე, რომლის მთავარი ორგანიზატორები და პარტნიორები იყვნენ - რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის".

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ


7 დეკემბერს, მოსკოვში, ჩატარდა ფორუმი - „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ - რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“.

პირველად, დიდი ხნის შემდეგ, ორი ქვეყნის საპარლამენტო წარმომადგენლობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ, რომ ღიად განეხილათ აქტუალური საკითხები, კერძოდ: სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ავიარეისებისა და რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.

მხარეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, არ შეწყვეტილა მეგობრული ურთიერთობები და კავშირები, რაზეც მოწმობს ისიც, რომ საგრძნობლადაა მომატებული ტურისტული ნაკადი, ორმხრივი ინტერესი რუსეთ-საქართველოს მოქალაქეებს შორის, აგრეთვე, ნათესაობრივი კავშირები და მზარდი ეკონომიკური ბრუნვა.

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ


დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო დუმის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა ხაზი გაუსვა ამ ღონისძიების მნიშვნელობას და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. პირდაპირი ფრენების გაუქმება, სავიზო რეჟიმის დაწესება და ეკონომიკური შეზღუდვები საგრძნობლად ართულებს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას. დადგა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის დრო. უნდა განისაზღვროს ის ნაბიჯები, რაც მოგვცემს საშუალებას აღვადგინოთ ის ძველი და მტკიცე მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის არსებობდა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე, პოლიტოლოგებმა, ისტორიკოსებმა და სასულიერო პირებმა.

რუსეთიდან მონაწილეებს შორის იყვნენ: რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი, კაზბეკ ტაისაევი, არტიომ კავინოვი, ვლადიმირ ისაკოვი, აგრეთვე, რუსეთის საგარეო ურთიერთობების და სატრანსპორტო სამინისტროს წარმომადგენლები, გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტი, ადვოკატთა ასოციაცია „თქვენი იურიდიული რწმუნებული“.

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ


ქართული მხრიდან დელეგაციაში იყვნენ- საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენლები და „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ასოციაციები“, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი, მიხეილ ჟღენტი, არჩილ ბუბუტეიშვილი, ჯაბა ჭანკვეტაძე, გიორგი ირემაძე, თემურ ფიფია, რომან ბოკერია, ზაზა ტყებუჩავა, ვასილ კაპანაძე, არჩილ სიხარულიძე და ვალერი კვარაცხელია.

ფორუმის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმართონ სახელმწიფო მეთაურებს წინადადებებით: რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის და ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით."


გარდა ქართულ-რუსული ფორუმისა, მოსკოვში 27 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე გაიმართა „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება „დიალოგი მომავლისათვის 2022“, რომელშიც საქართველოს მხრიდან, მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრმა - გიორგი ირემაძემ და ე. პრიმაკოვის სახელობის „ქართულ-რუსული ცენტრის“ ხელმძღვანელმა - დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ


აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომელმაც საქართველოზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი გიორგი ირემაძე, რომელსაც „საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი“ დაუკავშირდა და ჩაწერა ინტერვიუ:

- ბატონო გიორგი, თქვენ ახლახანს დაბრუნდით მოსკოვიდან, სადაც მონაწილეობა მიიღეთ ორ ღონისძიებაში: ქართულ-რუსულ ფორუმი და „დიალოგი მომავლისათვის 2022“. თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ, რა სახის ღონისძიებები იყო და რით დასრულდა შეხვედრები?

- ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეხვედრები იყო. დავიწყებ „ქართულ-რუსული ფორუმით“. ბოლო რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, მითუმეტეს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ეს იყო ყველაზე მაღალ დონეზე გამართული ღონისძიება, რომელიც ერთის მხრივ, ორგანიზებული იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლების მიერ და მეორეს მხრივ, ჩვენი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მიერ.

მე, როგორც ერთ-ერთ მომხსენებელს, ვრცელი მოხსენება მქონდა საკმაოდ სერიოზულ თემაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებით, ამას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ასევე, რასაკვირველია, რუსეთის მხარეა ამით დაინტერესებული და ეს კარგად გამოიხატა მათი მხრიდან დამსწრეთა ოფიციალური წარმომადგენლობით, რომელთა შორისაც იყვნენ: დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო დუმის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე - ლეონიდ კალაშნიკოვი, მისი მოადგილე - ყაზბეგ ტაისაევი, მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ლიდერი - არტიომ კავინოვი, ასევე ფედერალური საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ა.შ.

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ

დეპუტატი არტიომ კავინოვი და გიორგი ირემაძე

როგორც ჩვენი ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ითქვა, ფორუმის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - მომზადდეს ერთობლივი მიმართვა რუსეთის სახელმწიფო მეთაურებს იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის, ასევე გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს უაღრესად საჭირო საკითხებია, როგორც საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთის, ასევე, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველებისთვის, რომელთა რიცხვი მილიონზე მეტია და ისინი დაინტერესებულები არიან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი მიმოსვლით.

რასაკვირველია, ფორუმზე საუბარი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე. მე 2018 წლიდან ვიცნობ პარტია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატ არტიომ კავინოვს, ის დიდ საქმეს აკეთებს ურთიერთობების დარეგულირებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები. ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები, რადგან ამ ფორმატში დიალოგი კვლავ მიმდინარეობს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ბევრი საინტერესო საკითხი ისევ განიხილება და შედეგებიც აუცილებლად იქნება, რაზეც მომავალში აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას.

- ასევე, საინტერესო იყო თქვენი მონაწილეობით შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან - სერგეი ლავროვთან...

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ


- დიახ, აღნიშნული შეხვედრა შედგა 30 ნოემბერს გორჩაკოვის ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში. დიდი მადლობა მინდა ფონდს გადავუხადო, მე მათთან 2017 წლიდან ვთანამშრომლობ და მინდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ საჯარო დიპლომატიის მიმართულებით. მათ ღონისძიებებში მონაწილეობენ არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ, ფაქტიურად სრულიად ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების წარმომადგენლები და იქ განიხილება უაღრესად სერიოზული საკითხები.

რაც შეეხება ბატონ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე იყო საუბარი. კონფერენციის დაწყებისას, მისი მიმართვის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს და ერთ-ერთ კითხვაზე პასუხისას რომელიც საქართველოს ეხებოდა , სერგეი ლავროვმა საკმაოდ ვრცლად და დადებითად ისაუბრა.

ბოლოს კი ვიტყვი, რომ ისტორიულ მოკავშირეებს, ანუ რუსეთსა და საქართველოს, შორის აუცილებლად აღდგება მეგობრული ურთიერთობები და გაფორმდება სამოკავშირეო ხელშეკრულებები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საერთო მტრები ბევრს ცდილობენ ამ პროცესს ხელი შეუშალონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც საქართველოს ღირსეული მამულიშვილები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი დიდი შრომის შედეგად მოსკოვსა და თბილისს შორის იყოს მშვიდობა, კეთილმეზობლური და ნორმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები.“
- განაცხადა გიორგი ირემაძემ.

7 დეკემბერს გაიმართა "ქართულ-რუსული" ფორუმი - ინტერვიუ
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions