ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა ამ ქვეყანაში აშშ-ის ელჩის _ ფილიპ გოლდბერგის მიმართ.5 აგვისტოს სიტყვით გამოსვლისას ფილიპინების პრეზიდენტმა გოლდბერგი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და მას ძაღლიშვილი და ჰომოსექსუალი უწოდა. ფილიპინების პრეზიდენტის გამონათქვამების გამო ამერიკის ხელისუფლებამ დიპლომატიური დემარში მოაწყო.
“ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ ეს გამაოგნებელი კომენტარები გოლდბერგის შესახებ”, _ განაცხადა აშშ-ის სახდეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტრიუდომ და დასძინა, რომ ამ გამონათქვამებში გასარკვევად აშშ-ში ფილიპინების დროებითი წარმომადგენელი პატრიკ ჩუასოტო მიიწვიეს”.
ტრიუდომ, აგრეთვე, განაცხადა, რომ დუტერეტეს მხრიდან ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ფილიპინების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მოთხოვნა ულტიმატუმის სახით აშშ-ის შეშფოთებას იწვევს.
მაისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დუტერეტეს ხმა მისცა 16,5 მილიონმა ფილიპინელმა (ამომრჩეველთა 39%), რომლებმაც ირწმუნეს მომავალი პრეზიდენტის დაპირება, რომ 6 თვეში ბოლოს მოუღებდა ნარკოტიკებით ვაჭრობას. მისი პრეზიდენტობის პირველ დღეებში პოლიციელებმა ათობით ნარკოდილერი გამოასალმეს სიცოცხლეს.
როდრიგო დუტერეტემ 7 აგვისტოს გამოაქვეყნა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული პირების სია. მათ შორის არის მაღალი თანამდებობის 150 პირი, კერძოდ, რამდენიმე დიდი ქალაქის მერი და პოლიციის თანამშრომელი. მათ პრეზიდენტმა 24 საათი მისცა, რათა ჩაბარდნენ ხელისუფლებას. ფილიპინების პრეზიდენტის მოთხოვნას ჯერჯერობით 50 კაცი დაემორჩილა.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно