„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ უარზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის არგუმენტები არის ხელოვნურად მოტანილი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში წინა რეფერენდუმებიც, რომლებიც ეხებოდა, მათ შორის, პარლამენტის რიცხოვნობის შემცირებას, ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემას, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
„მაინტერესებს ერთ შეკითხვაზე თუნდაც რიტორიკული პასუხი, რას იზამდნენ ქართველი პოლიტიკოსები, მუდმივად რომ არ ჰქონდეთ საძახებელი რუსეთი და რუსეთის ოკუპაცია?! რით გაამართლებდნენ საკუთარ არაკომპეტენტურობას, გაუბედაობას, უსუსურობას. ეტყობა მათთვის რუსეთის თემა სამაშველო რგოლი გახდა. ეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რეფერენდუმზე უარის არგუმენტად გამოაცხადა, რომ თითქოს ეს რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. ეს არის ხელოვნურად მოტანილი არგუმენტი და ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა მანამდე გამართული რეფერენდუმი, მათ შორის, პარლამენტის რიცხოვნობის თუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, იმ ლოგიკით, რასაც საქართველოს პრეზიდენტი იყენებს, საქართველოში აღარ უნდა მოქმედებდეს არც ერთი კანონი იმიტომ, რომ კანონი მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მაგრამ დღეს სამწუხაროდ, დეფაქტო ეს კანონები ვერ მოქმედებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე.
„აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან უსუსური გამოსავალი იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამერიკელებისათვის არ იქნებოდა მოსაწონი. ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ დიახაც ბატონებო, საქართველოში ყოველთვის იყო ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირი, ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენი ქვეყნისათვის ცალკე ტრაგედიაა როდესაც გვიწევს საუბარი და ახსნა იმისა, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ბავშვი არ შეიძლება სხვაგვარად გაიზარდოს და ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, თუმცა რაკი ამაზე საუბარი საჭირო გახდა, რა თქმა უნდა ამან კანონმდებლობაში შესაბამისი ასახვა უნდა ჰპოვოს“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно