Coloring Pages Reddit Video Downloader
 

«Lragir» (სომხეთი): აშშ-ის ზრახვანი სამხრეთ კავკასიაში

«Lragir» (სომხეთი): აშშ-ის ზრახვანი სამხრეთ კავკასიაში

სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კავკასიური ასპექტები, კერძოდ, დასავლეთის (აშშ, ევროკავშირი) დამოკიდებულება საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართ (ავტორი - იგორ მურადიანი, პოლიტოლოგი, პროფესორი).

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„საქართველოსა და სომხეთში არსებული ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქმის იდეალურად აწყობს, შედარებით უფრო ნაკლებად - ევროპელებს. ამაში გასაკვირი არაფერია: ორივე ქვეყანაში უკვე შექმნილია დემოკრატიის გარკვეული ანტურაჟი, ტარდება მეტ-ნაკლებად მისაღებ-მოსათმენი არჩევნები, სახელმწიფო სტრუქტურები კორექტულობას იჩენენ ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხებისადმი.

საქართველოს სიტუაცია აშშ-სათვის კიდევ უფრო მისაღებია - ქვეყანაში შექმნილია ორპარტიული, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ორკლანური მართვის სისტემა. ასეთ ვითარებაში მაინცდამაინც რთული არაა საშინაო და საგარეო მდგომარეობის, განსაკუთრებით კი დასავლეთის თანამეგობრობასთან დამოკიდებულების მართვა. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ამერიკელებს დაუმტკიცოს, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა იზღუდება და რუსეთის გავლენა ძლიერდება. მართალია, ვაშინგტონი უსმენს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები აუცილებლად გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს.

ევროპელები უპირატესობას ლოდინს ანიჭებენ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ანუ ჯერ-ჯერობით დასავლეთი მშვიდადაა და იცის, რომ საქართველოში უკვე შექმნილია საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პირობები, რომელიც „პატარა, მაგრამ არავასალურ“ ქვეყანას გულისხმობს. ამასთან, არც ამერიკის შეერთებული შტატებს და არც ევროპას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების განხილვის ინიცირების არანაირი სურვილი არ აქვთ.

რუსეთმა საქართველოში თავისი ყოფნისა და გავლენის გაფართოების შესაძლებლობა მიიღო, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში. ზოგიერთი ცნობილი ამერიკელი ექსპერტი ქართველ მაღალჩინოსან ფუნქციონერებს ურჩევენ - „გამოიყენეთ მთელი თქვენი ტალანტი, რათა რუსებს საქართველოს კარგი პერსპექტივა უჩვენოთო“.

ბიძინა ივანიშვილს მოუწევს იმის დაბეჯითებით დამტკიცება, რომ იგი [რუსეთზე] ნაკლებად არის დამოკიდებული (წინააღმდეგ ზოგიერთების განცხადებისა) და ამერიკელებიც მზად არიან მის დასახმარებლად. სხვათა შორის, ამერიკელებს ბევრი რამ ბიძინა ივანიშვილში მოსწონთ, მათ შორის მისი შეხედულებათა დელიკატური დახვეწილობა თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ.

ამერიკელებმა, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩააბარეს და სურთ, რომ ამაში ახლა ბიძინა ივანიშვილის გუნდი დაარწმუნონ, თუმცა უკანა რიცხვით. როგორც ერთ-ერთმა მხცოვანმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა აღნიშნა, „საქართველოსთან მიმართებით ყველაფერი ისე იდეალურად მიდის, რომ ჩნდება შეგრძნება - ვაითუ ეს ყველაფერი ჩაიშალოს“. გასაგებია ისიც, რომ ამჯერად საქართველოს [რუსეთთან მიმართებით] შედარებით ნაკლებად აქტიური, უფრო სწორად თუ ვიტყვით, მინიმალურად აქტიური როლი ენიჭება. ასეთივეა მის წინაშე მდგარი ამოცანებიც.

ამ მხრივ ვაშინგტონში სომხეთი უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე საქართველო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსეთის ერთგული მოკავშირე ზოგჯერ სხვა თამაშებშიც მონაწილეობასაც ცდილობს. ამერიკა სულაც არაა დაინტერესებული სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებით, მაგრამ ის ფაქტორი, რომ რუსეთი იარაღს აწვდის აზერბაიჯანს, ამერიკელებისათვის სასარგებლოა, რადგან ეს ბუნებრივად უბიძგებს ერევანს დასავლეთისაკენ. ზოგადად, ვაშინგტონს, უახლოეს პერსპექტივაში, არ აინტერესებს სომხეთის არც ანტირუსულობა და არც ანტიირანულობა, მისთვის მთავარია მინიმუმ ორი პრობლემის გადაწყვეტა: სომხეთის სახით თურქეთის ექსპანსიისადმი წინააღმდეგობა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა, ხოლო უფრო ფართო დიაპაზონით - ევროატლანტიკური უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტა.

სომხურმა საზოგადოებამ დღემდე ვერ შეძლო ალტერნატივის წარდგენა, თუმცა ჰქონდა ამის შანსები, ამერიკას და დასავლეთს კი დიდი ხნით ლოდინის დრო არ აქვთ. ახლა [თურქეთ-რუსეთის დაახლოების ფონზე] ამის რეალური შესაძლებლობა კვლავ გაჩნდა.

აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, მრავალი თვალსაზრისით, საგონებელში აგდებს - დემოკრატიის, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში. თუმცაღა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბაქოს რეჟიმი სავსებით პასუხობს დასახულ ამოცანებს და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ერთგულ პარტნიორად რჩება. აზერბაიჯანს დიდი ხნის წინ მიენიჭა გეოსტრატეგიული ფუნქციები, რომლებსაც ბაქო შესაშური დიციპლინით ასრულებს. მეტს აღარც უნდა ველოდოთ: ნავთობის მნიშვნელობა კლებულობს, თუმცა სატრანზიტო ფუნქცია რჩება.

ამრიგად, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სავსებით მკაფიო ტაქტიკა აქვს არჩეული: რა საჭიროა აჩქარება, თუ ყველაფერი ისედაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ხდება და არის სტრატეგიული „სულის მოთქმის“ შესაძლებლობა?

ევროკავშირი ამ ეტაპზე სამხრეთ კავკასიაში ძირითადი ოპერატორისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური სპონსორის ამოცანებს ასრულებს, მაგრამ როგორია შეერთებული შტატების ზრახვანი უფრო შორეულ მომავალში? და საერთოდ, ფიქრობს თუ არა შორეულ პერსპექტივაზე ვაშინგტონი? ეს არავინ იცის.

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/50342

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions