რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული მხარის მიერ, 2008 წლის ომის რვა წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
ლავროვის უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება, რომელიც 2008 წლის კავკასიის კონფლიქტის წლისთავს ეხებოდა, დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ის შემთხვევაა, როცა ცნობილი აფორიზმის "ისტორია გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ არც არაფერს გვასწავლის" გამოყენებაა უპრიანი. ოფიციალურ თბილისს რვა წელიც არ ეყო იმისთვის, რომ ქვეყნის, რომელსაც მაშინ ოდესის დღევანდელი გუბერნატორი მართავდა, ტერიტორიული მთლიანობის დაშლის ნამდვილ მიზეზებს ჩაწვდომოდა. ამასთანავე, საჭიროა შეიგნონ, რომ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც შედეგად შეუქცევადი პროცესები მოჰყვება, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების კლასიკური მაგალითია 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს, მძინარე ცხინვალის დანაშაულებრივი დაბომბვა გრადებით.
დღევანდელი რეალობა კი ასეთია, საქართველოს ყოფილ ტერიტორიებზე არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ისინი თავად წარმართავენ თავიანთ შიდა და გარე პოლიტიკას და ისევე, როგორც სხვა სუვერენული სახელმწიფოები, თავად ზრუნავენ თავიანთ უსაფრთხოებაზე (მათ შორის საზღვრის აღჭურვისა და სასაზღვრო რეჟიმის გამაგრების გზით). მათი თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, რომლის შედეგადაც მეგობრულ რუსეთთან დაახლოება გადაწყვიტეს, მათ მიიღეს საიმედო მხარდაჭერა და დაცულობა.
ქართული ოფიციოზი რეალობისგან შორსაა. გრძელდება პროპაგანდისტული კლიშეების, "აგრესიის", "ეთნიკური წმენდის", "ბორდერიზაციის", "ანექსიისა" და "ოკუპაციის" ტირაჟირება. ჩვენ დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან რაციონალური არგუმენტები არ ჭრის. დამახასიათებელია ის ფაქტიც, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ის, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის "ოკუპაციური რიტორიკა" შეურაცხმყოფელია, რომელთა "შემორიგებასაც" თითქოს და ცდილობენ. "უტიტულო" ერების აზრებისა და გრძნობების უგულვებელყოფა თბილისის პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპიროს მტკიცებას ცდილობენ.
განცხადებაში არც მითიური "ცეცხლის შეწყვეტის 12 აგვისტოს ხელშეკრულება" გამოუტოვებიათ. გვიწევს, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში საუბარია "კონფლიქტის რეგულირების ექვს პრინციპზე", რომლებიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს და ხელმოსაწერად საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეებს გადასცეს.
შეუძლებელია ირონიის გარეშე გავიხსენოთ ის თავის ქება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საქართველოს დიდი წვლილი მიუძღვის რეგიონში დაძაბულობის შემცირებაში. სინამდვილეში, ქართული მხარე მუდმივად აწყობს საბოტაჟებს ჟენევის მოლაპარაკებებისას, ძალის არ გამოყენების დოკუმენტებზე მუშაობის ფარგლებში; მათვე დაბლოკეს დევნილთა საკითხების მოგვარების პროცესი, გაეროს რეზოლუციის პოლიტიზირებით. ასეთი რიტორიკის მაგალითია თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და ქართველი სახელმწიფო მოხელეების განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტი მარგველაშვილის.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს უკარინის მიერ საქართველოს მიმართ მიზანმიმართულად გამოცხადებული სოლიდარობა, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტი პოროშენკოს განცხადებებში ვიხილეთ. ეს შემთხვევითობა არაა - თბილისი და კიევი ერთმანეთს ეხმარებიან, რომ "რუსული აგრესიის მსხვერპლის" როლში უკეთ შევიდნენ. ამის ნაცვლად, აჯობებდა თუ თავიანთ წინდაუხედავ პოლიტიკას გადახედავდნენ.
ისტორიულ თემაზე შეგახსენებთ იმ დანაშაულთა 15 პუნქტიან ქრონიკას, რომლებიც რუსეთს საქართველოს წინაშე მიუძღვის.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно