Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ტრამპმა არჩევნებში წაგების შემთხვევაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა

ტრამპმა არჩევნებში წაგების შემთხვევაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა იმ შემთხვევაზე ისაუბრა, თუკი ის საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს. პოლიტიკოსს CNN-ი ციტირებს.
“ყველამ მომისმინეთ, რას ვიზამ – სიმართლეს ვამბობ. თუკი 90 დღეში რამდენიმე ხმა დამაკლდება მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტათი არაპოლიტკორექტული ვარ – თუმცა, ვალდებული ვარ ვიყო ჭკვიანი და იდეების გენერირებას ვახდენდე – ამაში საშინელი არაფერია. მე ძალიან კარგ ცხოვრების წესს დავუბრუნდები. მე ამისკენ არ მივისწრაფი და ვფიქრობ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ვნახავთ, რაც იქნება” – განაცხადა ტრამპმა საკუთარი მომხრეების წინაშე გამოსვლისას.

CNBC-სთან ინტერვიუში მან დაამატა: “მე მოვიწყობ კარგ, ძალიან კარგ დრძელვადიან შვებულებას”. რესპუბლიკელმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საკუთარი გამოსვლების სტილის შეცვლას არ აპირებს.
გუშინ ტრამპმა ბარაკ ობამას და თავის ოპონენტს, ჰილარი კლინტონს ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” შემქმნელები უწოდა.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions