Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის ღირსეული გადაწყვეტილება

ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის ღირსეული გადაწყვეტილება


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელოვან ქართველ ძიუდოისტებს ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ვარლამ ლიპარტელიანს თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული 1775 კვ.მ საერთო ფართობის ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცათ. გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულება 397.000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზებო პირობების შესაბამისად, აღნიშნულ მიწის ფართობზე 3 წლის ვადაში უნდა აშენდეს სპორტული კომპლექსი, რომელიც მოიცავს დახურული ტიპის საცურაო აუზებს, 30 ადამიანზე გათვლილ, არანაკლებ 2 გასახდელ ოთახს, არანაკლებ 8 ინდივიდუალურ საშხაპეს და სპორტსმენების ფიზიკური მომზადებისათვის განკუთვნილ სავარჯიშო დარბაზებს. ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, სპორტსმენები 400 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

სპორტული კომპლექსის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ მასში სულ ცოტა 15 პირი დასაქმდება.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions