სანდრა რულოვსს შეურაცხყოფა აჭარაშიც მიაყენეს
- 24.08.2016, 12:54,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
აჭარაში სანდრა რულოვსს ერთ-ერთ შეხვედრაზე მოსახლეობა მიეჭრა და შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი „ქალთა ორგანიზაციის" 2 წლის იუბილეზე მოხდა. იუბილეზე მისულ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოსახლეობამ დამნაშავე უწოდა. სიტუაცია მალე განიმუხტა და შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. „12 წელი გავიდა უკვე. მერე დაიწყეს ბოდიშები. 14 დღის დამდგარი იყო გამგებლად და რომ არ უნდოდა და ნაჭამი და გაყიდული ჰქონდათ მიწები, იარაღი ჩაუდეს. მთელმა ქვეყანამ იცის ეს. ციხემ არ მიიღო, 3 თვე აყურყუტეს ისე, ნერვიულობის ნიადაგზე პარალიჩი მოუვიდა, მოწყდა კაცი და მოკვდა".
„ყველამ იცოდა, რომ არაფრის გამო იჯდა ციხეში. სააკაშვილი რომ არ წასულიყო, ჩემი შვილი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. მას იარაღი ჩაუდეს", - აცხადებენ სანდრა რულოვსთან მისული უკმაყოფილო ქალბატონები.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно