1965 წელს საბჭოთა ნაკრები, რომლის რიგებში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, მიშა მესხი გამოდიოდა "მარაკანას" 240 ათასიან სტადიონზე ბრაზიილიის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
აღნიშნული შეხვედრის მეორე ნახევარის ერთ-ერთ ეპიზოდში მიშა მესხის უკან ლეგენდარული ბრაზილელი ფეხბურთელი პელე აღმოჩნდა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქეს ისეთი მოძრაობა გაუკეთა, რომ ბურთი პელეს ფეხებ შუა გაუძვრინა და მეტოქე ადვილად ჩამოიშორა.
აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ ფეხბურთის მეფე შეცბა, შემდეგ ჩაეცინა და მიშა მესხს გამოეკიდა, ზურგზე შეახტა და კოცნა დაუწყო.
აღნიშნულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯოლ კენედის ძმა, სენატორი რობერტ კენედი, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ გასახდელში ჩავიდა და მიშა მესხს ჰკითხა თუ საიდან იყო.