ბედუკაძის პასუხი: ერთადერთი , ვის შეხედულებას გავიზიარებ, ივანიშვილია, ვისაც დავეკითხები - ილია მეორე
- 14.08.2016, 19:56,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
ერთადერთი ადამიანი, ვის შეხედულებას და პოზიციასაც გავიზიარებ, იქნება ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც დავეკითხები, იქნება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, - ასე გამოეხმაურა პატრია "ცენტრისტების" ლიდერი ლადო ბედუკაძე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლიდერ გია ვოლსკის განცხადებას TV პირველის ეთერში. ბედუკაძემ რესპუბლიკური პარტია და სხვა პარტიები გააფრთხილა და არარაობები და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩარეცცხილები უწოდა.
ვოლსკიმ "ფეისბუქზე" სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამა მოღალატეობრივი რიტორიკისაა. გია ვოლსკის ინიციატივით, დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" გაუქმების თაობაზე მიმართავს.
ვოლსკის ეს რეაქცია ბედუკაძის პარტია "ცენტრისტების" სკანდალურ კლიპს მოჰყვა, რომელშიც ბედუკაძე და ხაჩიშვილი ხალხს წინასაარჩევნოდ რუსულ პენსიას და რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно