"სომხური მხარე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია" - გიგი გიგიაძე
- 06.09.2016, 22:35,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
სომხური მხარე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მორიგი პოლიტიკური სპეკულაციაა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.
„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო შეხვედრის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება. დავინტერესდით ამ საკითხით. ჩვენი ელჩი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. გაიმართა ჩემი პირადი საუბარი საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია. ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ. სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მათთან", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც შეხვედრაა ასახული, გიგიაძე აცხადებს, რომ შეუძლია, ისაუბროს მხოლოდ სომხური მხარის ოფიციალურ პოზიციაზე.
“სომხური მხარის ცალსახა განცხადებაა, რომ არანაირ მსგავს შეხვედრას ადგილი არ ჰქონია. ვერ გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია, მომხდარიყო უბრალოდ გადაღება, რაღაც გარკვეული გარემოების, ან სიტუაციურად ადამიანების გადაღება. მე ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ინფორმაცია არა გვაქვს. ოფიციალურად რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ეს არის სომხური მხარის ძალიან ცალსახა განცხადება, რომ არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა გიგიაძემ.
წყარო:
frontnews.geскачать dle 11.0фильмы бесплатно