Coloring Pages Reddit Video Downloader
 

სომხეთის პრეზიდენტი და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია ყარაბაღში

სომხეთის პრეზიდენტი და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია ყარაბაღში

სერჟ სარგსიანი, ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დელეგაციის წევრი, კან ტანია სტეპანაკერტში(ფოტო)

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.

“რესპუბლიკის არსებობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღეთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის საზეიმო მიღებაზე”, – წერს კან ტანია.

სომხეთის პრეზიდენტი და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია ყარაბაღში

აფხაზეთის დელეგაციის წევრი, ბესლან კობახია და სერჟ სარგსიანი სტეპანაკერტში; 2016 (ფოტო)


სომხეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა.

ნეტგაზეთმა კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ქართული მხარე უკვე დაუკავშირდა სომხურ მხარეს და ვითარების გარკვევას ცდილობს.


წყარო: netgazeti.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions