Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ინაშვილი 17 სექტემბრიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებს

ინაშვილი 17 სექტემბრიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებს


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი 17 სექტებრიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს, რომლის მთავარი მოთხოვნაც მთავრობის გადადგომა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

"საპროტესტო აქციები 17 სექტემბრიდან დაიწყება. ქართველ ხალხთან ერთად, ამ გაყოყოჩებულ ხელისუფლებას ხალხის ძალას ვაჩვენებთ. ეს არ არის განაწყენება, პოლიტიკაში წყენის ტერმინი არ არსებობს. „ქართული ოცნება“ ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც წამახალისებელი და მომგებიანია მხოლოდ ბოკერიასთვის და „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ფრთისთვის. ძალიან ბევრი ვეცადეთ, ამ ხელისუფლებასთან საერთო ენა გამოგვენახა ქვეყნის განვითარებისთვის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეს შეთანხმება არ შედგა არც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, არც სხვა სხვა საპარლამენტო ინიციატივებისას და არც სხვაგან ურთიერთობებში, საპარლამენტო დონეზე. მათ ბოკერია და მასთან თანამშრომლობა მოსწონთ, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ქვეყანაში დღითი დღე დემოკრატიას საფრთხე ექმნება. ამასობაში, ქართველი ხალხი ყველას დაავიწყდა. 17 სექტემბრიდან აქციების მთავარი მოთხოვნა - მთავრობის გადაყენება იქნება. დღევანდელ ხელისუფლებას ვარწმუნებ, რომ ქართველი ხალხის ძალას ვაჩვენებთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის ვიცესპიკერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, რომ აშშ-ს საელჩომ და მთავრობის პროტოკოლმა მაიკ პენსთან შეხვედრა ისე დაგეგმეს, რომ ალიანსი შეხვედრაზე არ მიიწვიეს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურმა ეს შეხვედრა ისე დაგეგმეს, რომ ჩვენი საპარლამენტო პარტია ამ შეხვედრაზე მიწვეული არ იყო, რაც განზრახ გაკეთდა. ამ ხელისუფლებისა და ბოკერიას ურთიერთთანამშრომლობასადა ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას თუნდაც, ასეთი ფორმატების ფარგლებში კიდევ ერთხელ ვხედავთ. მინდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის საყურადღებოდ ვთქვა, რომ ამ შეხვედრაზე დიდი დრო სწორედ მისი და „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინებას დაეთმო. ჩვენ ვცდილობდით, რომ ხელისუფლებასთან საერთო ენა მოგვეძებნა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საერთო ენა ვერ მოვძებნეთ. სამაგიეროდ, ხელისუფლებასთან საერთო ენა ბოკერიამ მოძებნა. ამიტომ, დღეიდან, ჩვენი გზა აქციების გზა იქნება", - განაცხადა ინაშვილმა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდეტნმა მაიკ პენსმა საქართველო დატოვა. საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, მაიკ პენსი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.

დღეს ვიცეპრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, მოგვიანებით კი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებს.

მანამდე პენსი "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატებისა" და "შენების მოძრაობის" ლიდერებს შეხვდა.


წყარო: imedinews.ge/скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions