ბათუმში მიმდინარეობს საჭადრაკო ოლიმპიადა, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, 190 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისათვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები სერიოზული შემადგენლობით არის წარდგენილი და შანსი აქვს მსოფლიო ათეულშიც კი მოხვდეს განაცხადა ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში მაია ჩიბურდანიძემ.
„დღეს მეშვიდე ტურია ოლიმპიადაზე და უკვე ფინიშს უახლოვდება ოლიმპიადა. დღეს საქართველოს ნაკრები ინდოეთს ხვდება და გადამწყვეტი დღეა, ჩვენები ისეთი შემართულები არიან ვფიქრობ უნდა გაიმარჯვონ ამ მატჩში“- განაცხადა მაია ჩიბურდანიზემ.
ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში 3 ოქტომბერს გაიმართება მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის(ფიდე) საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნებზე მონაწილეობას მიიღებს სამი კანდიდატი: კანდიდატი რუსეთიდან არკადი დვორკოვიჩი, ინგლისელი ნაიჯელ შორტი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიუს მაკროპულოსი(საბერძნეთი)
მაია ჩიბურდანიძე კანდიდატების შეფასებისას სასურველ კანდიდატად მიიჩნევს არკადი დვორკოვიჩს: „ფიდეს არჩევნებზე მართლაც დაძაბული სიტუაციაა, რადგან კენჭს იყრიან ახალი კანდიდატები, საერთოდ მე ვისურვებდი, რომ ახალი პრეზიდენტი აერჩიათ, რადგან ახალი კანდიდატი არკადი დვორკოვიჩი, ის რეალური კანდიდატია, ახალგაზრდაა, კრეატიული იდეები აქვს და შეიძლება მსოფლიო ჭადრაკისტის უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე ყოფილი კანდიდატი, რომელიც უკვე 30 წელია არის ფიდეში, ვნახოთ რა იქნება“.
ასევე საინტერესოა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ბორის კუტინის(სლოვენია) აზრი ფიდეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს, რომ მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, რაც გამოწვეული იყო გეორგიუს მაკროპულოსის მხრიდან საჩივრის შეტანა არკადი დვორკოვიჩის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია, სამივე კანდიდატი მიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო მათგან რეალური შანსი ორს აქვს აკრადი დვორკოვიჩს და გეორგიუს მაკროპულოსს.