Coloring Pages Reddit Video Downloader
 

თბილისი და მინსკი სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თბილისი და მინსკი სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ითანამშრომლებენ, შეთანხმებას ხელი თბილისში მოეწერა.

საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურებმა ხუთშაბათს ხელის მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში.

თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დელეგაცია. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნეს.

„შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე“, აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) განცხადებაში.


შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ვაკულჩიკმა

წყარო:

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions