„ქართული მარში“ ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას „საქართველოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” შესახებ
- 24.03.2022, 15:04,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მარში“ კატეგორიულად ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას „საქართველოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” შესახებ. როგორც ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ (ყოფილი დეპუტატი და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე) განაცხადა: „ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს თავისი ბედი და მომავალი, და მათ ნაცვლად არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება გაყიდულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა იყიდა.
ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ნების გასარკვევად ყველაზე ეფექტური გზა არის რეფერენდუმის ჩატარება და საქართველოს ნეიტრალიტეტის სტატუსის განსაზღვრა“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно