პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
მოძრაობა ”ეროვნულების” ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დღეს, 15:00 საათზე, გაიმართება საინიციატივო ჯგუფის ყრილობა, ხოლო 17:00 საათზე გაკეთდება ერთობრივი განცხადება, სადაც მოთხოვნა დაფიქსირება.

”დღეს, 17:00 საათზე, მოძრაობა ”ეროვნულების” ოფისში გაიმართება საინიციატივო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა, სადაც გადაწყდება ჩვენი მოქმედებების უახლოესი გეგმა. ეს გეგმა იქნება ეფექტური და რადიკალური. ჩვენ მოვითხოვთ, გიორგი მაგველაშვილის, როგორც არალეგიტიმური პრეზიდენტის გადადგომას,” - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, მიზნის მიღწევა და მარგველაშვილის გადაყენება მოხდება როგორც სამართლებრივი მექანიზმებით, ასევე საპროტესტო აქციებით.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა არ გაიზიარა და რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook