ცხინვალში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური დაინიშნა
- 05.05.2022, 18:30,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
2022 წლის 10 აპრილს მორიგი უკანონო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა ცხინვალში ანუ ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“. ვინაიდან არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა, 2022 წლის 8 მაისს გაიმართება მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებში დარეგისტრირებული იყო 39 282 ამომრჩეველი, მათგან ხმა მიცა მხოლოდ 29 057-მა. პირველი ადგილი დაიკავა ალან გაგლოევმა(10 705 ხმა), მეორე ანატოლი ბიბილოვმა(9 706 ხმა), მესამე ალექსანრდ პლიევი და მეოთხე გარი მულდაროვი.
ცნობისთვის, ქრონოლოგიურად, რომ მივყვეთ მოვლენებს, 25 თებერვალს ე.წ. „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრი და საპრეზიდენტო კანდიდატი იბრაგიმ გასეევი, რომელიც ორ კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ შეუერთდა „ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების კოალიციას“.
ხოლო 3 მარტს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ოთხმა ოპოზიციურმა კანდიდატმა დარჩენილ კანდიდატებს მოუწოდა ხელი მოეწერათ წინადადებას დამოუკიდებელი საჯარო პლატფორმის „სამართლიანი არჩევნები. ოსეთი 2022“. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ბიბილოვმა მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას. 17 მარტს კი „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მიიწვია რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატები, რათა ხელი მოეწერათ შეთანხმებას „სამართლიანი არჩევნებისთვის“. ხოლო 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიბილოვის ინიციატივით არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა რეფერენდუმის ჩატარება „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შესახებ, შემდგომში გაერთიანებით ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკასთან.
23 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ხუთი დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მეორე ტური 28 აპრილის დანიშვნის შესახებ. 25 აპრილს გამოცხადდა კენჭისყრის ახალი თარიღი - 8 მაისი. აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვს დაბალი რეიტინგი ქონდა და ეტყობა ხმების მოსაპოვებლად ზემოთ ხსენებული რეფერენდუმის ინიციატივით გამოვიდა, რომ ამომრჩევლის ის აქტივი მიმხრობოდა, ვინც რუსეთთან შეერთების მომხრეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიბილოვმა პირველ ტურში მეორე ადგილი დაიკავა. ხოლო პირველზე გასული ალან გაგლოევის რეიტინგი აშკარად ყველაზე მაღალია და აღნიშნულ რეფერენდუმტან დაკავშირებით ის თვლის, რომ ამისათვის ცხინვალის მოსახლეობა მზად არ არის ანუ გაგლოევი ფაქტიურად არ ემხრობა რეფერენდუმს.
ამავე დროს, ბიბილოვისგან განსხვავებით, ალან გაგლოევი საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ რბილ განცხადებებს აკეთებს და ფაქტიურად დიალოგის მომხრეა. მისი თქმით ცხინვალისა და თბილისის სამომავლო დიალოგი და ურთიერთობები ბევრ რამეზეა დამოკიდებული. გაგლოევმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა 2000-იანი წყების დასაწყისში ურთიერთობების დათბობა და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება. ამიტომ, ცხინვალში დაგეგმილ ე.წ.“არჩევნებში“ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თბილისის ალბათ უფრო მისაღები ფიგურა ალან გაგლოევია, ვიდრე ანატოლი ბიბილოვი. სტატიის ავტორი გიორგი ირემაძე
скачать dle 11.0фильмы бесплатно