Coloring Pages Reddit Video Downloader
 

საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში: აშშ თუ რუსეთი, ვინ გაიმარჯვებს- შოთა აფხაიძე

საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში: აშშ თუ რუსეთი, ვინ გაიმარჯვებს- შოთა აფხაიძე


2020 წლის 15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე პრორუსული და პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში.

პესიმიზმით მოცული მოლდოვური საზოგადოება ორ და მეტ ნაწილადაა გახლეჩილი და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს არჩევნების სირთულეს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.

რუსეთი, ისევე როგორც დასავლეთი, მოლდოვას საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს. რუსეთი პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებას , რუსეთის ინტერესებისათვის საფრთხედ მიიჩნევს, შესაბამისად, დასავლეთი პრორუსული კანდიდატის გამარჯვებას – რუსულ საფრთხედ . კონტროლირებადი ქაოსის დოქტრინა , როგორც დასავლეთის გეოპოლიტიკური იარაღი, წარმატებით მუშაობს : ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლები, მთიანი ყარაბაღის ახალი ომი, ყირგიზეთში პოსტსაარჩევნო ქაოსის გამო გადატვირთული საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგის მიუხედავად, დავავლეთი საკუთარი ინტერესების” დაცვას” მოლდოვაშიც ცდილობს.

ვაშინგტონი და ბრიუსელი პროდასავლური კანდიდატის მაია სანდოუს გამარჯვების უზრუნველყოფას ცდილობს ნებისმიერი ფორმით თუ ხერხით . უფრო ზუსტად კი ბელორუსის სცენარის განვითარებას , თუმცაღა დასავლეთის ბელორუსი ფავორიტის სვეტლანა ტიხანოვსკაიასგან განსხვავებით სანდოუ გამოცდილი პოლიტიკოსია , საკმაოდ ვრცელი ბიოფრაფიით.

საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში: აშშ თუ რუსეთი, ვინ გაიმარჯვებს- შოთა აფხაიძე

ფოტო: პროდასავლური კანდიდატი მაია სანდოუ

• არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლენა .
• მეორე ტურში ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რადგან პარლამენტში არსებული ძალთა განაწილებაისეთია, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა დაგანსაზღვროს საგარეო პოლიტიკური ვექტორი.
• მოსახლეობის სიმპატიები დასავლეთისა და რუსეთის მიმართ მეტ-ნაკლებლად თანაბრად ნაწილდება. ამიტომაც, მოლდოვა კვლავ დარჩება რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტკური ჭიდილის ეპიცენტრად , რომლის დაუფლებაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, რომელიმე მხარეს გაუჭირდება.
• დასავლეთი გააგრძელებს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას და ამითხელს შეუშლის მოლდოვის ევრო – ატლანტიკური გავლენის სფეროდან გასვლისა და რუსეთთან უფრომეტად დაახლოების მცდელობებს.

მოლდოვა ერთადერთი ქვეყანაა ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც პრეზიდენტად კომუნისტური პარტიის წევრი ჰყავდა (ვლადიმირ ვორონინი – 2001-2009 წლები). მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონიც ყოფილი კომუნისტია, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევას , არა დასავლეთის, არამედ საკუთარი მოქალაქეების მხადაჭერით ცდილობს

საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში: აშშ თუ რუსეთი, ვინ გაიმარჯვებს- შოთა აფხაიძე

ფოტო: დამოუკიდებელი კანდიდატი იგორ დოდონი

ევროპასთან გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, მოლდოვის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან მჭიდრო ურთირთობების და მასთან სტრატეგიული პარტნიორობის მომხრეა. დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტი, რომლითაც დასავლეთი სპეკულირებს , ქვეყანაში არსებული პრორუმინული-ნაციონალისტური პოლიტიკური ჯგუფები, ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირები , დასავლური გრანტები დააკრედიტები , ის ბერკეტებია, რომლებითაც დასავლეთი მოლდოვაში გავლენის გაზრდას ცდილობს.

დასავლეთი ნებისმიერი გზით – ლეგალურით და არალეგალურით, შეეცდება თავისი ფავორიტი კანდიდატის გამარჯვების უზრუნველყოფას.
მოლდოვაში 2016 წელს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა. მან პროდასავლური პარტიის – „მოქმედება და სოლიდარობა“ – კანდიდატი მაია სანდუ მეორე ტურში დაამარცხა. დოდონმა ხმების 52.18% მიიღო.

მოლდოვაში პრეზიდენტის ძალაუფლება შეზღუდულია და ძლიერი საპარლამენტო მხარდაჭერის გარეშე, მისი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე სუსტია. დიდი ხანია, მოლდოვაში რომელიმე ერთი პარტია პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებს და მთავრობების შექმნა პარტიებს შორის კონსესუსზეა დაფუძნებული. მოლდოვაში ხშირია დეპუტატთა „დეზერტირობის“ შემთხვევებიც, როდესაც ზეწოლის ან კორუფციული გარიგების გზით, დეპუტატები პარტიებს იცვლიან.

2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დოდონის სოციალისტურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა (31.35%) მიიღო, რაც არასაკმარისი იყო მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად. მეორე ადგილზე პროდასავლური „ACUM“-ის ბლოკი (პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“-სა და პლატფორმა „ღირსება და სიმართლე“-ს გაერთიანება) გავიდა 26%.

19%-ით, მესამე ადგილი ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, მანდატების მცირე რაოდენობა კი პარტია „შორ“-ს ერგო.

კოალიციური მთავრობის ფორმირება საპარლამენტო არჩევნები შემდეგ პარტიათა შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების ზგით მოხერხდა. სოციალისტურ პარტიასა და „ACUM“-ის ბლოკს შორის კოალიციაშეიკრა, რომელსაც დასავლეთმაც დაუჭირა მხარი . გარიგების შედეგად, კოალიციური მთავრობისპრემიერ-მინისტრი, პროდასავლური სანდუ გახდა.

თუმცა ამ სამთავრობო კოალიციამ ცოტა ხანი გაძლო (2019 წლის ივნისი-ნოემბერი) და ხუთ თვეშისოციალისტებმა ალიანსი უკვე დევნილი ოლიგარქის, პლახოტნიუკის დემოკრატიულ პარტიასთან შეკრეს. ახალ კოალიციურ მთავრობას 101-კაციან პარლამენტში ჯამში მხოლოდ 50 დეპუტატი ჰყავს: სოციალისტურ პარტიას – 37, დემოკრატიულ პარტიას – 13. ამ ეტაპზე დოდონის გავლენა მთავრობაზე დიდია, მაგრამ მთავრობა უფრო ტექნოკრატიულია და კოალიციის დაშლის შიშით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ძალუძს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი (დამოუკიდებელი კანდიდატი) და ყოფილიპრემიერ-მინისტრი მაია სანდოუ (პროდასავლური პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“), რომელიც დოდონმა 2016 წელს ერთხელ უკვე დაამარცხა საპრეზიდენტო არჩევნებზე.

დასავლური ორგანიზაციების სოციოლოგიური კვლევების თანახმად , მოლდოვის შემდგომი პრეზიდენტი მეორე ტური სანდოუ გახდება. ეს კარგად აპრობირებული სცენარია – მიკერძოებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც დასავლეთის ნებას და მითითებას უფრო ასახავს ხოლმე. აშშ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის მოლდოვის, საქმეებში უხეშად ერევა . აშშ ცდილობს ყველაფერი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს და პროდასავლურმა ძალებმა ცალსახა გამარჯვება მოიპოვონ, რათა არ შედგეს ისეთი კოალიცია, როგორიც სანდუსა და დოდონის პარტიებს შორის იყო.
მოლდოვაში წინასაარჩევნოდ „ფერადი რევოლუციების“ ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფებოდა მივლინებით , მათი ნაწილი დღემდე ქვეყანაში რჩება . ამ ფაქტზე განცხადებები გააკეთეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა სერგეი ნარიშკინმა .

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიშინიოვში თავის საელჩოს მითითება მისცა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დოდონი გაიმარჯვებს, ოპოზიციამ, კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა მოაწყოს. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ცნობით, ამერიკელებთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები წინასაარჩევნო პერიოდშისაინფორმაციო სივრცეში ყალბ ამბებს ავრცელებენ ხელისუფლების ფალსიფიკაციის გეგმების შესახებ.

არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე სანდოუს ღიად დაუჭირა მხარი რუმინეთის პრეზიდენტმა, ასევე ევროპის და აშშ ლიდერებმა . არსებული ინფორმაციით, სანდოუს საარჩევნო კამპანიაში რუმინელი პოლიტტექნოლოგებიც ეხმარებიან, ამერიკელებთან ერთად.
თავის მხრივ დოდონიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ნაწილობრივ კორუფციამ და დანაშაულებრივმა სქემებმა მოლდოვა მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა. სწორედ ამ მიზეზთა გამო ხალხის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ შეასუსტდა .

ბოლო პერიოდში დოდონს პანდემიასთან გამკვლავებაც უჭირს, რასაც ეკონომიკური კრიზისის გაღრავებაც მოჰყვა. მის დასაძლევად რუსეთიდან ფულის მიღებას კი დოდონი შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს. დოდონს მოსკოვმა 200 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო, მაგრამ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კრედიტის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა.
დასავლეთი მიზანმიმართულად ქმნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს მოლდოვაში , რასაც შედეგად ქვეყნის კოლაფსი მოყვება.
დოდონი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოსახლეობას სთავაზობს პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას.
მისი წინასაარჩევნო გზავნილები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალზებაზეა გათვლილი , ამიტომ დასავლეთის პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამება.

საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში: აშშ თუ რუსეთი, ვინ გაიმარჯვებს- შოთა აფხაიძე


დოდონმა განაცხადა რომ , მას შეუძლია დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება, რაც მოლდოვის კონფედერაციულ მოწყობას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ დოდონი გარანტირებულად იღებს მხარდაჭერას დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლებისგან, რომლებიც ხმის მისაცემად მოლდოვის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან.

რუსეთთან კავშირების გამყარების მიზნით დოდონი მოლდავეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პირობას დებს. პრეზიდენტის ძალისხმევით, ქვეყანას უკვე აქვს დამკვირვებლის სტატუსი ორგანიზაციაში .

რუსეთთან დაახლოების ფონზე დოდონი პირობას იძლევა, რომ იგი „დასავლეთს არ ჩააბარებს“ ქვეყანას, ისე როგორც ამას მისი კონკურენტები აპირებენ. დადონის გამარჯვება სუვერენული და მშვიდობიანი მოლდოვის შენების გზაზე კიდევ ერთი საფეხური იქნება .

სანდუს მომხრეები ბელორუსიის სცენარისთვის უკვე მზად არიან , ისინი წინასწარ აანონსებენ დოდონის მიერ არჩევნების შედეგებს „გაყალბებას“. სწორედ ამიტომ პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფების მომხრეები ქუჩებში გამოვლენ, რაც სამოქალაქო დაპირისპირებაში და საზოგადოების პოლარიზაციაში გადაიზრდება , რაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს მოლდოვაში კიდევ უფრო გააღრმავებს .

სტატიის ავტორი: ექსპერტი კავკასიის საკითხებში, შოთა აფხაიძე


скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions