ჯო ბაიდენი: მეამაყება, რომ დღეს ორი მაგარი ბიჭის დაქორწინების ცერემონიას გავუძეხი
- 09.08.2016, 16:26,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ორი თანამშრომლის, გეი-წყვილის - ბრაიან მოსტლერისა და ჯო მახშის დაქორწინების ცერემონია ჩაატარა.
"მეამაყება, რომ დღეს ორი მაგარი ბიჭის დაქორწინების ცერემონიას გავუძეხი", - დაწერა ბაიდენმა საკუთარ ტვიტერში. ბაიდენის ჩანაწერი მისმა მეუღლემ დააკომენტარა: "სიყვარული სიყვარულია".
ბრაიან მოსტლერი პრეზიდენტ ბარაქ ობამას თანაშემწე და ოვალური კაბინეტის დირექტორია, ჯო მოხში - მიშელ ობამას მოგზაურობის კოორდინატორი.
ვიცე-პრეზიდენტის ამ პუბლიკაციამ სოციალურ ქსელში გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა: ბაიდენის მიერ მასალის დაწერის მომენტიდან, აღნიშნულმა გზავნილმა 33 ათასი რეტვიტი დააგროვა და 110 ათასი ლაიქი მიიღო.
წყარო: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის Twitter-ის პირადი გვერდი: https://twitter.com/VP/status/760250205191012352/photo/1?ref_src=twsrc%5Etfw
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно